პლანეტის ყველაზე მდიდარი ბავშვები – ცხოვრება მილიონებში

პლანეტის ყველაზე მდიდარი ბავშვები – ცხოვრება მილიონებში
ეს პატარები მცირეწლოვანნი არიან, თუმცა მათ საბანკო ანგარიშზე უკვე მრავალმილიონიანი ქონებაა.

1. პრინცი გეორგ ალექსანდრ ლუისი 1 წლისაა და თეორიულად 1 მლრდ დოლარის მფლობელია. ის ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა შორის რიგით მესამეა და გაცილებით მეტის მიღება შეუძლია გვირგვინთან ერთად, ვიდრე უბრალოდ ძალაუფლებაა. ტიტულთან ერთად გეორგს ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივები გადაეცემა და ეს მხოლოდ მამის, პრინცი უილიამის მხრიდან. მთავარი მონარქიც რომ არ გახდეს, გეორგი ყოველ წელს მიიღებს 400 მლნ გირვანქა სტერლინგ შემოსავალს სახელმწიფო ხაზინიდან.

პლანეტის ყველაზე მდიდარი ბავშვები – ცხოვრება მილიონებში


2. სური კრუზი
8 წლისაა და მისი ქონება 270 მლნ დოლარად არის შეფასებული. მის გარდერობში მისი მშობლები საარაკო თანხებს იხდიან. მისი გარდერობის ზოგიერთი ნივთი განსაკუთრებით ფასეულია – მაგალითად, "დოლჩე და გაბანას" ლაბადა, რომელიც 2140 დოლარი ღირს, მარკ ჯეკობსის, ქლოეს, ბარბერის კაბების კოლექცია. ერთ შობას კეტი ჰოლმსმა მისი და ტომ კრუზის ამ ნებიერა ქალიშვილს 24 ათას დოლარად ღირებული სათამაშო სახლი უყიდა – საკუთარი გათბობით, წყალგაყვანილობით და ელექტროენერგიით.



3. სელმა ჰაიეკისა და მილიარდერ ფრანსუა არნოს 7 წლის ქალიშვილი ვალენტინა პალომა პინო 12 მლნ დოლარის მფლობელია. არაერთხელ გამოჩენილა დედასთან ერთად წითელ ხალიჩაზე, სამი წლიდან ლაპარაკობს სამ ენაზე და არდადეგებს მილიონერების კუნძულ სენ-ბარტზე ატარებს. ვალენტინას სახელზეა ჩაწერილი ლოს-ანჯელესში მდებარე 12-მილიონიანი ვილა, რომლის შენახვაშიც მამამისი თვეში 50 ათას დოლარს იხდის. თუმცა მამისთვის, რომლის ქონებაც 16,2 მლრდ დოლარია, ეს დიდი არაფერია.



4. ჯეიდენ სმიტი უილ და ჯადა პინკეტ სმიტების შვილია. მან პირადად გამოიმუშავა 5 მლნ დოლარი ფილმში "კარატისტი ბიჭუნა", რომელშიც ჯეკი ჩანთან ერთად თამაშობდა. მამასთან ერთადაც არაერთ ფილმში უთამაშია. კინოში გადაღებების გარდა, რეპითა და საცეკვაო გამოსვლებითაც საკმაო ფულს შოულობს და მისი ქონება უკვე 8 მლნ დოლარია.



5. 16 რიკო როდრიგესს ჯერ არ დაუმთავრებია სკოლა, თუმცა უკვე 4 მილიონი დოლარის ოდენობის ქონება დააგროვა. ნორჩ კომიკოსს ერთადერთმა როლმა მოუტანა პოპულარობა – სერიალში "თანამედროვე ოჯახი".



6. ირლანდიელი ჯორდან კეისი 13 წლისაა და ნამდვილი კომპიუტერული გენიოსია. ათი წლისამ იყიდა სასწავლო წიგნი, ერთ წელიწადში კი უკვე თვითონ აპროგრამებდა თამაშებს სამ ენაზე. მშობლები ღელავდნენ, რომ შვილი მთელ დღეს კომპიუტერთან ატარებდა და თამაშობდა, თუმცა ის თურმე სერიოზულად ქმნიდა რაღაცას. დღეს ერთ-ერთი ყველაზე ნორჩი პროგრამისტია და სოლიდურ ფულსაც შოულობს.

7. 7 წლის იზაბელა ბარეტი 2 მილიონი დოლარის მფლობელია. ეს საბავშვო კონკურსების დამსახურებაა, სადაც 3-4 წლის ასაკიდან მონაწილეობს, მშობლების დიდი მონდომებით. იზაბელი შოუების ხშირი სტუმარია, საბავშვო კოსმეტიკას არეკლამებს და დიდ ფულს შოულობს. გოგონას 10 ათასდოლარიანი კაბები აცვია, რამდენიმე ათას დოლარს ხარჯავს ვახშამზე ლობსტერებით და ყოველდღე ასობით დოლარი მიდის ასევე ხელოვნურ რუჯზე, მისამაგრებელ წამწამებსა და ფრჩხილებზე. ყველაზე მეტად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უყვარს – მის კოლექციაში 60 წყვილი ფეხსაცმელია. ძირითადი შემოსავალი მისთვის მოაქვს მარკას Glitzy Girl, რომელიც მისი და მისი მშობლების ნაწარმია და ძირითადად ტუჩის საცხებსა და გლამურულ სამაჯურებს უშვებს.



8. პრინცი მულაი ელ ჰასანი 11 წლისაა და მისი ქონება 2,5 მილიარდი დოლარია. ის მაროკოს მეფის მოჰამედ V-ის ვაჟია. სწორედ ის გახდება მომავალში ამ ქვეყნის მეფე. ტრადიციის თანახმად, მალე ეს 2,5 მილიარდი დოლარი მის მფლობელობაში გადავა და თავად შეეძლება მისი განკარგვა.



9. დენილინ ჰოუპ ბირკჰედ-მარშალი 8 წლისაა და 59 მილიონი დოლარის მფლობელია. ეს ის შემთხვევაა, როცა ცნობილი ოჯახის შვილობა სულაც არ ჰგავს ზღაპარს. რამდენიმე თვეში გოგონამ ძმაც დაკარგა და დედაც – ცნობილი მოდელი ანა-ნიკოლ სმიტი – ორივე ტრაგიკულად დაიღუპა. მის ბიოლოგიურ მამას ლარი ბიკჰედს კი სასამართლოთი მოუწია თავისი მამობის დამტკიცება. 6 წლის ასაკში დენილინს ერგო მემკვიდრეობით დედის სახლი და 10 მილიონი დოლარი, რომლებიც დედამისმა სამოდელო კარიერით დააგროვა.
სტატიის წყარო:mshoblebi.ge