Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალები გამოავლინა

Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალები გამოავლინა
"ფორბსის" პირველ ათეულში 10 ქალი შედის, რომელთა საერთო ქონება 220 მილიონი დოლარია.

ჟურნალმა Forbes-მა, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგი შეადგინა, რომლის სათავეშიც ამერიკული Wal-Mart-ის თანამფლობელი ქრისტი უოლტონი მოექცა. პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგში მე-2 ადგილს ფრანგი ლილიან ბეტანკური, ცნობილი კოსმეტკური გიგანტის, L'Oreal-ის ფუძემდებლის ქალიშვილი იკავებს, ხოლო მესამე ადგილი ასევე, Wal-Mart-ის თანამფლობელს, ელის უოლტონს ერგო წილად.

აღსანიშნავია, რომ "ფორბსის" ვერსიით, 2014 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში სულ 172 ქალი მოხვდა. ისინი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების 10%-ს შეადგენენ, ამასთან, სიაში 1645 ადამიანი იყრის თავს. "ფორბსის" პირველ ათეულში 10 ქალი შედის, რომელთა საერთო ქონება 220 მილიონი დოლარია.

გთავაზობთ 10 ყველაზე მდიდარი ქალის სიას:

1. ქრისტი უოლტონი
ქონება: $36,7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Wal-Mart
ქვეყანა: აშშ

2. ლილიან ბეტანკური
ქონება: : $34,5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: L'Oreal
ქვეყანა: საფრანგეთი

3. ელის უოლტონი
ქონება: : $34,3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Wal-Mart
ქვეყანა: აშშ

4. ჟაკლინ მარსი
ქონება: : $34,3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Mars
ქვეყანა: აშშ

5. ჯორჯინა რეინჰარტი
ქონება: $17,7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სამთო მრეწველობა
ქვეყანა: ავსტრალია


6. სიუზანა კლატენი
ქონება: $17,4 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: BMW, ფარმაცეფტიკა
ქვეყანა: გერმანია

7. ებიგეილ ჯონსონი
ქონება: $17,3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ფინანსები (Fidelity Financial Services-ის პრეზიდენტი).
ქვეყანა: აშშ

8. ენ კოქს-ჩემბერსი
ქონება: $15,5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: მედია (მედიაკონცერნ Cox Enterprises მაჟორიტარული აქციონერი).
ქვეყანა: აშშ

9. ლორენ პაუელ ჯობსი
ქონება: $14 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Apple, Disney
ქვეყანა: აშშ

10.ჯოანა კვანდტი
ქონება: : $12,8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: BMW
ქვეყანა: გერმანია
სტატიის წყარო:bpn.ge