აფერისტის ბიბლია

აფერისტის ბიბლია
თუკი არ შეგიძლიათ რამის გაკეთება, მოიმიზეზეთ ავადმყოფობა.



ამოცანა N1: როგორ ავირიდოთ თავიდან სახლის საქმიანობები?

მოიმიზეზეთ ალერგია მტვერზე.

თავის გამართლების მეთოდი: იმუნოლოგიის ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, ყოველი მესამე ადამიანი იტანჯება ალერგიისაგან და მომავალში შეიძლება ეს რიცხვი გაიზარდოს.
მინუსები: თუკი ცოლი უყურებს ტელევიზორს და ხედავს ახალი მტვერსასრუტის რეკლამას, შენ ვალდებული იქნები ადგე, წახვიდე მაღაზიაში და ცოლის გული გაახარო ახალი მტვერსასრუტით.

ამოცანა N2: ავირიდოთ სამსახური თავიდან.

მოიმიზეზეთ ჰიპერმგრძნობიარობა მაგნიტური გამოსხივების მიმართ.

აფერისტის ბიბლია

თავის გამართლების მეთოდი: ჩვენ პატარა ტელეფონებსაც კი აქვთ გამოსხივეა, რომელიც ჩვენ გვაყენებენ ზიანს და პლიუს ამას საოფისე სამუშაოები, კომპიუტერი, პრინტერი, მეტისმეტია, ასე თქვენ შეიძება მიიღოთ მაგნიტური დასხივება 10 ჯერ მეტი დოზით, ვიდრე დასაშვებია.
მინუსები: ვეღარ გაატარებთ ტელევიზორისა და კომპიუტერის წინ მთელ დღეს.

ამოცანა N3: როგორ ავარიდოთ თავი "მის" მშობლებთან ერთად საუზმობას?

მოიმიზეზეთ ტურეტის სინდრომი.



თავის გამართლების მეთოდი: მამაკაცები ძალიან ხშირად ხდებიან ავად, განსაკუთრებით ხშირად ეყრებათ ტურეტის სინდრომი, რომელიც ხველებასთანაა დაკავშირებული, მოკლედ იდეალური მიზეზია ამ პროცესის თავიდან ასარიდებლად.
მინუსები: არანაირი ვირუსი არ გრძელდება სამუდამოდ, ასე, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ ამ ნაბიჯის გადადგმა.

ამოცანა N4: როგორ ავირიდოთ თავიდან მანქანის შეკეთება?

მოიმიზეზეთ ცუდი ხელსაწყოები.



თავის გამართლების მეთოდი: იმის გამო, რომ თქვენ არ გაქვთ საჭირო ხელსაწყოები, თქვენ ვერ შეძლებთ მანქანის შეკეთებას.
მინუსები: უახლოეს მომავალში მოგიწევთ ახალი ხელსაწყოების შეძენა ან ხელოსანთან დამატებითი ფულის დახარჯვა.

ამოცანა N5: როგორ ავირიდოთ თავიდან თაროს ჩამოკიდება?

მოიმიზეზეთ რადიკულიტი.

თავის გამართლების მეთოდი: რადიკულიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და ამ დროოს თქვენთვის არ შეიძლება სიმზიმის აწევა, თუკი არ გინდათ, რომ ვითარება, მდგომარეობა გაიუარესოთ.
მინუსები: ადრე თუ გვიან, ასე უპატრონოდ მიგდებულ თაროზე, რომელიც დგას შუა შემოსასვლელში, წამოსდებთ ფეხს და დაიმტვრევთ.

ამოცანა N6: როგორ ავირიდოთ თავიდან სირბილი.

მოიმიზეზეთ მუხლის ტკივილი.



თავის გამართლების მეთოდი: რამდენიმე დღის უკან თქვენ დაეცით და მუხლი დაარტყით, რომელიც ახლა ძალიან გტკივათ და არ გინდათ მდგომარეობა გაიუარესოთ. ნამდვილად კარგი და უტყუარი მეთოდია.
მინუსები: "კარგი ძვირფასო, მარტო წავალ სარბენად, შენ სახლი დაალაგე და ძაღლს ეთამაშე".

ამოცანა N7: როგორ ავირიდოთ თავიდან სექსი?

მე მაქვს ჰერპესი.

თავის გამართლების მეთოდი: თუკი გოგონა ოდნავ მაინც ერკვევა მედიცინაში, მას ამ სიტყვის გაგონების თანავე გაუქრება სექსის სურვილი.
მინუსები: გარკვეული დროის შემდეგ ის მიგატოვებთ.

ამოცანა N7: და ბოლოს, როგორ ავირიდოთ თავიდან ყველაფერი?

მე მაქვს ებოლას ვირუსი.

თავის გამართლების მეთოდი: ეს არის ინფექციური დაავადების ყველაზე რთული სახე, რომელსაც 90% შემთხვევაში მივყავართ სიკვდილამდე.
მინუსები: სიახლოვეს აღარავინ მოგეკარება. მეტიც, შეიძლება მოგათავსონ იზოლირებულ გარემოში.