როგორ მოვაწონოთ თავი სასურველ მამაკაცს - ფსიქოლოგებმა 11 საიდუმლო გაამხილეს

როგორ მოვაწონოთ თავი სასურველ მამაკაცს - ფსიქოლოგებმა 11 საიდუმლო გაამხილეს
1. სიცილის დროს ადამიანი ინსტინქტურად მეგობარს უყურებს, მისი მხარდაჭერის იმედი აქვს. უბრალოდ, დააკვირდით, როგორ იქცევა ადამიანი მეგობრების გარემოცვაში. ამით მათ ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას ამოიცნობთ.

2. ადამიანთან საუბრის დროს დააკვირდით მის ფეხსაცმელს. თუ მისი "ცხვირი" თქვენ მხარესაა მომართული, ის თქვენ გვერდით თავს კომფორტულად გრძნობს. თუ არა - არა.

3. პირველ პაემანი ადამიანს საინტერესო და დასამახსოვრებელ ადგილზე დაუნიშნეთ. მომავალში ეს ადგილი ასოციაციურად მუდამ თქვენთან იქნება დაკავშირებული.

4. ადამიანთან პირველი შეხვედრისას ეცადეთ დაიმახსოვროთ მისი თვალის ფერი. ეს რომ გამოგივიდეთ, ეცადეთ დიდი ხნით შეინარჩუნოთ თვალებით კონტაქტი - "თვალი თვალში გაუყარეთ". ადამიანი, რომელსაც ადამიანს თვალებში უყურებს, დადებითად განეწყობა მის მიმართ.

5. თუ თქვენი სამსახური კლიენტების მომსახურებას გულისხმობს, ზურგს უკან სარკე დაიდგით. ეს მეთოდი რიგში მდგომ ადამიანებს მოწყენისა და უმიზეზო უსიამოვნების სურვილს დაუკარგავს.

6. თუ გრძნობთ, რომ თქვენი თანდასწრებით ვიღაც თქვენზე ცუდის თქმას აპირებს, გვერდით დაუდექით/მიუჯექით. ის ან გაჩუმდება, ან სათქმელს უფრო მსუბუქ ფორმაში იტყვის.

7. თუ გსურთ, ადამიანს თავი მოაწონოთ, შეხვედრისას მაქსიმალურად დემონსტრაციულად და მხიარულად
შეეგებეთ.

8. გასაუბრების დროს წარმოიდგინეთ, რომ გამომცდელი თქვენი მეგობარია. დაძაბულობა მოგეხსნებათ და თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ.

9. თუ ადამიანს პირველად ხედავთ, საუბრისას არ გამოიყენოთ ფრაზები: "მე ვფიქრობ", "მე მგონია" და ა.შ. მის თვალში სუსტ ადამიანად გამოჩნდებით, რომელსაც დაბალი თვითშეფასება აქვს.

10. სიცილი ადამიანს აბედნიერებს. რაც უფრო მეტს იცინით, მით მეტი შანსი გაქვთ, რომ საქმეებში წარმატებას მიაღწევთ, სურვილებსა და მიზნებს აისრულებთ.

11. ადამიანები გარშემო მყოფების დეფექტებს ვერ ამჩნევენ. ასე რომ, თქვენ 40 პროცენტით ლამაზი ხართ, ვიდრე გგონიათ.
სტატიის წყარო:marao.ge