როგორ მოვეშვათ ეჭვიანობას?
ეჭვიანობის გრძნობა, დრო და დრო უჩნდება ყველა ადამიანს, იქნება ეს შეყვარებულის, თუ მეგობრის მიმართ. ბოლო დროს ხშირად გვესმის ფრაზა: "მე მიყვარს ორი ადამიანი ერთდროულად, თუმცა თუკი რომელიმე მათგანი სხვისკენ გაიხედავს, ეს მე გულს მტკენს".
ჩვენ ვეჭვიანობთ მეუღლეზე, უფროსზე, რომელსაც აყავს სხვა თანამშრომელი, მშობლებზე, მეგობრებზე და საერთო ნაცნობებზე და ეს გრძელდება მთელი ცხოვრება, რაც ემოციურად გვფიტავს.
იმისათვის, რომ მოვეშვათ ეჭვიანობა, უნდა ჩავხედოთ ამ გრძნობას თვალებში და სიღრმისეულად შევისწავლოთ იგი. ძალიან მნიშვნელოვანი, თუ რა ფაქტორები იწვევს ჩვენში ამ გრძნობას.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეჭვიანობის გრძნობა ჩნდება მესაკუთრეობის ნიადაგზე. ჩვენ ვეჭვიანობთ ადამიანზე, რომელიც გვყავს მისაკუთრებული და ვამბობთ, რომ ის არის ჩვენი, თუმცა გვაქვს კი მიზეზი რომ ვიეჭვიანოთ ადამიანზე, თუკი ის გვითმობს საკმარის დროს და ყურადღებას? და რაც ყველაზე მთავარია, როდესაც გითმობენ დიდ ყურადღებას, ეს შენთვის უკვე მოსაბეზრებელი და არასაინტერესო ხდება.
არსებობს ტრენინგების უამრავი რიცხვი, რომლებიც გვეხმარება თავიდან მოვიშოროთ ეჭვიანობის გრძნობა, თუმცა, ეს ტრენინგები ვერ დაგეხმარებიან ეჭვიანობის წყაროს, მიზეზის პოვნაში. თავად უნდა შთააგონოთ თქვენს თავს, რომ გახდეთ საკუთარ თავში მეტად დარწმუნებულნი. ეს აუცილებელი წინაპირობაა, თუკი გსურთ ეჭვიანობის მოშორება.
ეჭვიანობის გრძნობას, შეუძლია მხოლოდ გაართულოს ურთიერთობა წყვილს შორის. ეჭვიანობის ნიადაგზე ვიწყებთ შპიონურ მოქმედებებს: თვალყურის დევნებას, თვალთვას, კონტროლს, რაც საბოლოო ჯამში გვიფუჭებს ურთიერთობას. ეს ბადებს უნდობლობას წყვილს შორის, რის შედეგადაც წარმოჩნდება მთელი რიგი უარყოფითი თვისებებისა.
ასე, რომ თუკი თქვენს პარტნიორს სურს გაატაროს საღამო ბარში მეგობრებთამ ერთად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა გაუშვათ იგი.