10 ფრაზა რომელიც არ ღირს რომ უთხრათ უფროსს

10 ფრაზა რომელიც არ ღირს რომ უთხრათ უფროსს
მას ვინც უფრთხილდება თავის თანამდებობას და ადგილს, უღირს ასჯერ დაფიქრდეს მანამ სანამ რამეს ეტყვის თავის უფროს დავალებაზე ან თხოვნაზე.
ეს ეხება როგორც პროფესიულ კომპეტენციას, ასევე პირად ურთიერთობას და დამოკიდებულებას რამეს მიმართ. ჩვენ შევადგინეთ თქვენთვის იმ ფრაზების სია, რომელიც უფროსის თანდასწრებით არ უნდა თქვა თუ შენ უფრთხილდები შენს სამსახურს.

"მე არ შემიძლია ამის გაკეთება" - ფრაზა, რომელიც კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს თქვენს პროფესიულ სარგებელს. მანამ სანამ გადაწყვიტავთ რისი გაკეთება შეგიძლია და რისი არა, სთხოვეთ დახმარება კოლეგას ან კითხეთ რჩევა უფრო კომპეტენტურ ადამიანებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ განუცხადო ამის შესახებ უფროს.

"ეს არ არის ჩემი პრობლემა ან მე არ ვარ დამნაშავე" - ამ ფრაზის წარმოთქმის შემდეგ თქვენს უფროს შეიძლება გაუჩნდეს შთაბეჭდილება რომ შენ არ გინდა აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, მათ შორის არც იმ შემთხვევაში თუ საქმე შენს შეცდომებს ეხება. მაშინაც კი თუ ეს სინამდვილეში არ არის შენი პრობლემა, გაუწიეთ დახმარება უფროს და ის ამას შეაფასებს, მომავალში ის თქვენ უკეთეს თანამდებობას შემოგთავაზებთ.

"ეს არ შედის ჩემს მოვალეობებში ან ამისათვის მე არ მიხდიან" - ნებისმიერი სამუშაო თავის თავში გულისხმობს, რომ შენ იმუშავებ ნორმაზე მეტს, რადგან შენ ნაღვლობ კომპანიის ბედ-იღბალზე, თუმცა ეს იდეალში. სინამდვილეში კი ჩვენ გვიწევს დამატებითი სამუშაოს შესრულება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ეს უფროსმა გვთხოვათ, არ ღირს ამ მომენტში მას უარი უთხრათ რადგან ეს შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს თქვენი დაწინაურების საკითხში.

"მე ვმუშაობ ფულის გამო ან მე არასდროს მყოფნის ფული ხელფასამდე" - უფროსმა შეიძლება იფიქროს, რომ თქვენ მხარჯველი ხართ და დაინტერესებული ხართ შემოსავლით და არა კარიერული წინსვლით. არცერთ უფროს არ სიამოვნებს იმის გაგება რომ გამომუშავებული თანხა არის ის ერთადერთი სტიმული რომლითაც შენ შეიძლება წამოაჩინო თავი სათანადოდ შენს საქმეში.

"მე მალე წასვლას ვაპირებ, ამიტომაც ჩემთვის სულერთია" - თუ შენ ნამდვილად გადაწყვეტილი გაქვს ამ კომპანიაში მუშაობის შეწყვეტა, ასეთი ფრაზის თქმა არავისთვის არ ღირს, რადგან თქვენ შემცვლელს მანამდე მოგიძებნიან ვიდრე თქვენ წახვალთ.

"მე უინტესოდ ვარ ან ჩემი სამუშაო ზედმეტად მარტივია" - ფრაზა შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ არაკეთილსინდისიერად მუშაობთ ან თავს ზედმეტად ჭკვიანად თვლით ასეთი სამსახურისთვის. თქვენი სიტყვების შემდეგ, როგორც წესი პირველ რიგში ამცირებენ.

"მე არ შემიძლია მუშაობა ამ ადამიანთან ერთად ან ის მე არ მომწონს" - ასეთი ფრაზის შემდეგ უკეთ დაკაგვირდებიან შენ ვიდრე იმას ვინც შენ არ მოგწონს, რადგან არავის არ მოსწონს ის ვინც სხვას აბეზღებს. არავის არ აინტერესებს, შეგიძლია თუ არა შენ კოლექტივთან ერთად მუშაობა, თუ თქვე დაგიქირავეს სამუშაოდ, თქვენ უნდ ამიიღოთ ყველაფერი ისე როგორც არის.

"გუშინ ისე დავლიე ან ისე დავიღალე რომ დღეს ნაბახუსევი ვარ ან გადაღლილი ვარ" - ეს არის იმის ახსნა, რატომ ვერ ახერხებ შენ შენი მოვალეობების შესრულებას, როგორც წესი იწვევს ეჭვებს იმ საკითხშუ თუ რამდენად პასუხისმგებლიანი და კარგი თანამშრომელი ხარ.

"ჩვენ ყოველთვის ასე ვაკეთებდით" - ეს ფრაზა უფროსის მიერ აღიქმება ისე თითქოს თქვენ უარზე ხართ რამე შეცვალოთ ან უარზე ხართ შეასრულოთ მისი თხოვნა. ეს მეტყველებს თქვენი ერთფეროვნებაზე და მოუქნელობაზე, შეიტანოთ სიახლე სამსახურში. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ ახალი წესები დააზიანებს კომპანიას, წარმოადგინეთ დამამტკიცებელი საბუთები თქვენი პოზიციის გასამყარებლად, ფრაზის "იმიტომ რომ ჩვენ სულ ასე ვაკეთებდით" გამოყენების გარეშე.

"გინდათ მე თქვენ გაგაცნობთ ან დამამატეთ სოციალურ ქსელებში" - სუბორდინაციისა და დისტანციის დარღვევა, რომელიც გეხმარებით პატივისცემის წილის შენარჩუნებაში ერთმანეთის მიმართ. გინდა რომ თქვენ სერიოზულად და პატივისცემით გექცეოდენ, ნუ ჩარევთ თქვენს უფროს თქვენს პირად საკითხებში და საქმეში, ასევე ნუ გააცნობთ მას მეგობრებს და ნათესავებს.