სექსში დამყარებული 5 რეკორდი

სექსში დამყარებული 5 რეკორდი
გთავაზობთ სექსთან დაკავშირებულ 5 ყველაზე უცნაურ ამბავს.

1. ქალი, რომელსაც დღეში 919 პარტნიორი ჰყავს: პორნოვარსკვლავი ლიზა სპარქსი უკვე რეკორდსმენია - მისი "მიღწევები" კაცებსაც კი შეშურდათ. ლიზას დღეში ინტიმური კავშირი 919 კაცთან აქვს. ამ ამბავს კიდევ ერთი უცნაური დეტალი ერთვის - მას მოსიყვარულე და ერთგული ქმარი ჰყავს, რომელიც ლიზას საქმიანობას დადებითად აფასებს.

2. დღეში ყველაზე მეტი ორგაზმი: ინგლისელი ქალი ზარა რიჩარდსონი დღეში ორგაზმს 500-ჯერ განიცდის და ამის გამო მსოფლიო რეკორდსმენია. ზარა ჩივის, რომ ორგაზმს ინტიმური კავშირის გარეშეც განიცდის, მაგალითად: რესტორანში ლანჩის დროს, მატარებლით მგზავრობისას, ავტომობილის მართვისას და ტელევიზორის ყურების დორსაც კი. იშვიათი დაავადების გამო რიჩარდსონი იძულებულია, ისეთი ცხოვრების რიტმით იცხოვროს, რომელიც დიდად არ ხიბლავს.

3. ყველაზე ხალხმრავალი ორგია: ამ სფეროში უკონკურენტო ლიდერები იაპონელები არიან. მათ 2010 წელს მასიური ორგია მოაწყვეს, სადაც 250 კაცი და 250 ქალი მონაწილეობდა.

4. ყველაზე გრძელი პენისი: ნიუ-იორკერ ჯონა ფალკონს მსოფლიოში ყველაზე გრძელი პენისი აქვს. მისი პენისის სიგრძე 24 სანტიმეტრია. ჯონა პროფესიით მსახიობია, მაგრამ თვლის, რომ კარიერაში წარმატებას ნიჭით და არა - პენისით მიაღწია. ჯონას პენისის გამო ხშირად ემართება კურიოზები. ყველა შარვალში უხერხულად გამოიყურება, ერთნაირად იპყრობს როგორც კაცების, ისე ქალების ყურადღებას.


5. ყველაზე ხანდაზმული მეძავები: ამსტერდამში მცხოვრები 70 წლის ტყუპი მარტინა და ლუსია ფოკენები პროსტიტუციაში უკვე 50 წელია ჩართულები არიან. ფოკენები სიამაყით აცხადებენ, რომ საერთო ჯამში 355 000 კაცს მოემსახურნენ და ახლა დროა, მშვიდად იცხოვრონ - პენსიაზე გავიდნენ. ორივე დას ჰქონდა ძალადობის, შეურაცხყოფისა და ექსპლუატაციის შემთხვევები, ამ "ბიზნესში" მათი პირველი წლები განსაკუთრებით მძიმე იყო.