სენსაცია - თამარ მეფის ძეგლში „გული“ იპოვეს
თამარ მეფის პირველი ქანდაკება საქართველოში, კერძოდ ახალიციხეში, დაახლოებით 15 წლის წინ დაიდგა. მისი ავტორი მალხაზ ცისკაძეა. თამარის ძეგლზე როცა მკერდს აქანდაკებდნენ, ქვაში გულის ფორმის რბილობი იპოვეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო სველი თიხა. საპატრიარქროს ნაპოვნი გულის ფორმის თიხა წმინდა ნაწილად არ შეურაცხავს, რადგან იგი ქვაში იპოვეს და წმინდანის ნამდვილ სხეულთან კავშირი არ ჰქონია, თუმცა ამ ფაქტში სასულიერო პირებმა სასწაული დაინახეს.
„თავდაპირველად ძეგლის ბრინჯაოთი ჩაოსხმა დაგეგმეს, მაგრამ ძვირი ჯდებოდა და გადავწყვიტეთ ქვაში გამოგვეთალა. ქვა ქუთაისიდან ჩამოვიტანეთ. ძეგლი 4 მეტრი და 15 სანტიმეტრი იყო, ამიტომ სამ ნაწილად გავთალეთ და ნაწილ-ნაწილ დავდგით. ძეგლისთვის ქვის თლა თავის მხრიდან დავიწყეთ. როცა გულმკერდთან მივედით, მოულოდნელად ქვიდან გულის ფორმის თაფლის სანთლის მსგავსი მასა ამოვარდა. პირველად ის რბილი იყო, მაგრამ ჰაერი მოხვდა თუ არა გამაგრდა. ამ ძეგლისთვის 78 ტონა ქვა გავთალეთ და ასეთი რამ სხვაგან არ შეგვხვედრია. საოცარი იყო ის, რომ გულის ფორმის მასა სწორედ თამარის ძეგლის გულის ადგილზე ვიპოვეთ და არა სხვაგან. ეს ამბავი სამცხე-ჯავახეთის მაშინდელმა გუბერნატორმა, გიგლა ბარამიძემაც გაიგო და ნაპოვნი „გული“ უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს აჩვენა. მასაც ძალიან გაკვირვებია და ახლაც საპატრიარქოში ინახავს. ამის შესახებ ხალხმაც გაიგო. ზოგი იმასაც ამბობდა, თამარის ძეგლს გულის ადგილზე მომატებული ტემპერატურა აქვსო. ბევრი მოდიოდა სანახავად“.
„ყველაფერი განგების ძალით ხდება. ეს ნამდვილად სასწაული იყო, რადგან რვა საუკუნის მანძილზე თამარ მეფის ქანდაკება პირველად იდგმებოდა საქართველოში. გულის ფორმის სხეულის პოვნაც საკმაოდ სიბოლური იყო“, - ყვება მალხაზ ცისკაძე.
ეს ამბავი სააგენტო „ფოსტალიონმა“ გიგლა ბარამიძესთანაც გადაამოწმა:გიგლა ბარამიძე:
„ეს თამარ მეფის პირველი ძეგლია, რომელიც უშუალოდ ჩემი ინიციატივით შეიქმნა და რომელშიც ბიუჯეტის არცერთი თეთრი არ დახარჯულა. ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიღო ყველა ხარჯი. ეკლარის ქვა იმერეთიდან ჩამოვიტანეთ და მართლაც, როცა ძეგლი მზად იყო და უნდა შეეერთებინათ ნაწილები, მარცხენა მკლავთან ქვა გადატყდა და იქიდან თბილი სითხე გადმოიღვარა. მე ჩამოვიტანე ეს მასა და უწმინდესს მივართვი, ის ახლა სიონში ინახება. უწმინდესმა ამ მოვლენას სასწაულის დარი უწოდა. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ძეგლის შემქნელმა ახალგაზრდა არქიტექტორებმა, ცისკაძემ, ავალიშვილმა და ცუცქირიძემ 15 წლის წინ, გასამრჯელოს გარეშე შექმნეს ეს საოცარი ქანდაკება“, -აცხადებს ბარამიძე.