ამერიკელი ფოტოგრაფის და ქართველი გოგონას ცეკვა სვანურ ქორწილში
ცნობილი გამოცემა National Geographic-ის ფოტოჟურნალისტი აარონ ჰუი სვანეთში 14 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა. პირველად ის საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონში 1998 წელს იმყოფებოდა. ამჟამინდელი მოგზაურობის დროს, ამერიკელმა ფოტოგრაფმა პირველი მოგზაურობისას გადაღებული ადგილები და ადამიანები მოინახულა. როგორც ჩანს, ფოტოგრაფმა საქართველოში რამდენიმე დღე გაატარა და სვანურ ქორწილშიც მოასწრო მოლხენა.
აარონ ჰუიმ "ფეისბუქის" გვერდზე განათავსა ვიდეო, რომელიც სწორედ ქორწილშია გადაღებული და მასზე მისი და ქართველი გოგონას ცეკვაა ასახული. როგორც აარონი ვიდეოს კომენტარში წერს, ვიდეო ანა ფილფანის ქორწილშია გადაღებული. ამერიკელი ფოტოგრაფი ცდილობს, "აჭარულის" რიტმებს აჰყვეს და ქართველ გოგონას საკადრისი პარტნიორობა გაუწიოს.