"გამარჯობა Fashion TV, მე თაკო ვარ" - 16 წლის ქართველი მოდელი "ვერსაჩეს" კულისებიდან

"გამარჯობა Fashion TV, მე თაკო ვარ" - 16 წლის ქართველი მოდელი "ვერსაჩეს" კულისებიდან
16 წლის ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა გასულ კვირას Dior-ის და Versace-ს ჩვენებებში მიიღო მონაწილეობა. მოდელმა "ფეისბუკის" გვერდზე FashionTV-ის ვიდეო გაავრცელა, რომელიც სამოდელო სახლ Versace-ს ჩვენებამდე კულისებშია გადაღებული.

"გამარჯობა, მე Fashion TV ვარ! მე ვარ თაკო და თქვენ უყურებთ "ვერსაჩეს" ჩვენებას. ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ, რომ ეს ჩემი პირველი შოუა. მე მხოლოდ 16 წლის ვარ და არ ვიცი, რა ვთქვა. აღფრთოვანებული ვარ! ჩვენებაზე მაცვია ლურჯი კაბა, რომელიც ძალიან სექსუალურია", - ამბობს ქართველი მოდელი ვიდეოში.

სტატიის წყარო:palitratv.ge