მედდამ 38 პაციენტი მოკლა და გვამებთან ფოტოები გადაიღო
იტალიელმა სამართალდამცველებმა 38 პაციენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მედდა დააკავეს. 42 წლის დანიელა პოგიალი პაციენტებს კალიუმის ქლორიდის ინექციას უკეთებდა, რის შედეგადაც ავადმყოფს გული უჩერდებოდა.
სამართალდამცველების ყურადღება მედდის მორიგი მსხვერპლის, 78 წლის ქალბატონის გარდაცვალების ფაქტმა მიიპყრო, რომელსაც ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში კალიუმის ქლორიდის შემცველობა დაუდგინდა.
გამოძიების ინფორმაციით, მედდას პაციენტთა ოჯახის წევრების გადაჭარბებული ყურადღება აღიზიანებდა და ღამის ცვლაში ავადმყოფებს ინექციით უსწორდებოდა, შემდეგ კი გარდაცვლილებთან ფოტოებს იღებდა.