ამოვხსნათ თითების საიდუმლო - რატომ გვიკეთია საქორწინო ბეჭედი არათითზე?
არასდროს დაფიქრებულხართ, რატომ გვიკეთია საქორწინო ბეჭედი მაინცდამაინც არათითზე? ამაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ასეთ საინტერესო ახსნას თუ მოვძებნიდი, ვერასდროს ვიფიქრებდი.
დიდი თითი ჩვენს მშობლებს განასახიერებს; საჩვენებელი – და-ძმებს; შუა – ჩვენ თავად ვართ; არათით, – მეუღლეებს; ნეკა – შვილებს.
ახლა თითები ისე შეაერთეთ, როგორც მეორე ფოტოზეა ნაჩვენები. შუა თითები ერთმანეთს მიაბჯინეთ, დანარჩენი ოთხი თითის ბალიშებიც (დიდი თითები ერთად, საჩვენებლებიც და ა.შ.) ერთმანეთს მიადეთ.
შეეცადეთ, ერთმანეთს დიდი თითები დააშოროთ. გამოგივიდათ. დიდი თითები, როგორც უკვე გითხარით, მშობლებს აღნიშნავენ და ადრე თუ გვიან, ჩვენ მათ სამუდამოდ დავკარგავთ.
ისევ შეართეთ დიდი თითები და ახლა ერთმანეთს საჩვენებელი თითები დაშორეთ. და-ძმები (საჩვენებელი თითები) თავის დროზე მიგვატოვებენ, რათა თავიანთი ოჯახები შექმნან.
ისევ შეაერთეთ საჩვენებელი თითები და ახლა ნეკა თითები დააშორეთ. გამოგივიდათ. შვილებიც თავიანთ ოჯახებს შექმნიან და მიგვატოვებენ.
შეაერთეთ ნეკა თითები და ახლა არათითები დააშორეთ ერთმანეთს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ თითების დაშორება შეუძლებელია, რადგან ისინი მეუღლეებს აღნიშნავენ. და სწორედ ამიტომაც ვატარებთ საქორწინო ბეჭედს არათითზე.