ჩემმა მეგობარმა ადენოიდების სამკურნალო სასწაულმოქმედი საშუალება მასწავლა, მისი წყალობით ჩემი ბიჭი უპრობლემოდ სუნთქავს

ჩემმა მეგობარმა ადენოიდების სამკურნალო სასწაულმოქმედი საშუალება მასწავლა, მისი წყალობით ჩემი ბიჭი უპრობლემოდ სუნთქავს
შარშან ჩემს რვა წლის შვილს შევამჩნიე, რომ პირღიას ეძინა და დღისითაც სულ ღია ჰქონდა პირი. როცა ვეტყოდი, რომ მოკუმე-მეთქი, მპასუხობდა, ასე ვერ ვსუნთქავო. მივიყვანე ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან. მითხრა, ადნოიდები აქვს გადიდებული და იმის ბრალიაო. განსაზღვრულ ასაკში ისინი თავისთავად დაპატარავდება და გადაგვარდება, მაგრამ ბავშვი ამ ასაკამდე მიაღწევს, შესაძლოა გართულებები განვითარდეს, მაგალითად სუნთქვა რომ უჭირს, ტვინმა სათანადო რაოდენობის ჟანგბადი ვერ მიიღოს და სწავლა გაუჭირდესო. ოპერაციისგან მაინც თავი შევიკავე, ვიფიქრე, ცოტა ხანს დავაკვირდები, თუ მდგომარეობა დამძიმდა, ქირურგთან მისვლას ყოველთვის მოვასწრებ-მეთქი. ეს ამბავი გაიგო ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ჩემი შვილის ტოლა გოგონა ჰყავს, დამამშვიდა და მასწავლა სასწაულმოქმედი საშუალება, რომლის წყალობითაც დღეს ჩემი ბიჭი უპრობლემოდ სუნთქავს. ძალიან გამიხარდება, თუ ეს რეცეპტი კიდევ ვინმეს გამოადგება და ოპერაციას თავიდან ააცილებს.

მკურნალობა სამ ციკლად ტარდება:

I - ორი კვირის განმავლობაში თითოეულ ნესტოში დღეში 3-ჯერ ჩააწვეთეთ ნახევარ-ნახევარი პიპეტი ქაცვის ზეთი;

II - ორი კვირის განმავლობაში თითოეულ ნესტოში დღეში 3-ჯერ ჩააწვეთეთ 3-3 წვეთი კედრის წიწივების ზეთი;

III - ორი კვირის განმავლობაში თითოეულ ნესტოში დღეში 3-ჯერ ჩააწვეთეთ ჩაის ხის ზეთი (ანოტაციის მიხედვით ).

ზეთის ჩაწვეთების წინ ნესტო უნდა გამოირეცხოს მარილწყლით ( 1 ჩაის კოვზი მარილი ერთ ჭიქა გადადუღებულ წყალზე ) - ბავშვმა ცხვირით უნდა შეისრუტოს ეს ხსნარი და პირიდან გადმოაფურთხოს. თუ ცხვირი გაჭედილი დარჩა, 15 წუთის შემდეგ უნდა ჩააწვეთოთ ნაფტიზინი ან პინოსოლი. ამ პროცედურიდან 15 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ჩააწვეთოთ ზეთი. გისურვებთ ჯანმრთელობას.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი