კაცის სახელი, რომელიც ქალის ცრემლების მიზეზი ხშირად ხდება. გვერდი აუარეთ

კაცის სახელი, რომელიც ქალის ცრემლების მიზეზი ხშირად ხდება. გვერდი აუარეთ
რთულია კამათი თემაზე, რომ სახელი მფლობელს განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. ამის ქალებს განსაკუთრებით სჯერათ, რომლებიც სერიოზული ურთიერთობის დაწყებამდე რჩეულის სახელის მნიშვნელობას, ასევე ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლებს არკვევენ. ამაში რაღაც აზრი არის, რადგან სახიფათო სახელის მქონე მამაკაცთან ურთიერთობამ ქალს მგრძნობიარე გული შეიძლება ატკინოს.

სახიფათო სახელი კაცისთვის

  • ალექსანდრე – გავრცელებული სახელია, რომელიც ძველ ბერძნულად „მფარველს“ ნიშნავს. მეომარი მამაკაცია, რომლისთვისაც სხვა ყველაფერთან ერთად ოჯახური ურთიერთობები ბრძოლის ველია. ასეთ მეუღლესთან სახლში მშვიდ თავშესაფარს ვერ იპოვით. მოვალეობად თვლის, რომ ყოველთვის მართალი იყოს და სხვა აზრი არ დაუშვას. ოჯახში ამბოხს ვერ აიტანს. თუ ცოლი თავის აზრზეა, დაფიქრდება, სჭირდება თუ არა ასეთი ჯიუტი მეუღლე. ყველაფერს გააკეთებს, რომ  თავად გაიქცეს მისგან და მის ეგოს სრული თავისუფლება მისცეს.

  • ბორისი – ძველი სახელია. მეცნიერები მის მნიშვნელობაზე კამათობენ. ზოგი თვლის, რომ „მებრძოლს“ ნიშნავს, სხვები ირწმუნებიან, რომ „დიდებისთვის მებრძოლია“. როგორც არ უნდა იყოს, მებრძოლი და სახიფათო სახელია, რომელიც ქალს აფრთხობს. მისი მფლობელი გამარჯვებისკენ მიიწევს და გარშემომყოფებში უსიტყვო ავტორიტეტის მოპოვება სურს. ამ ადამიანს კოლეგებს, მეგობრებს და ნათესავებს შორის პირველობა სურს. თუ ვინმე მის აზრს არ ეთანხმება, უბრალოდ კომპანიიდან გააგდებს. მასთან კამათი უსარგებლოა. ჯიუტი მამაკაცი აზრს არ იცვლის. საყვარელ ქალთან კამათს ვერ იტანს. მისი აზრით, ცოლი მისი საკუთრებაა, რომელსაც ნებართვა და რჩევა არ უნდა სთხოვოს.

  • ვალენტინი – ეს სახელი რომანტიკული ბურუსით გარემოცულია, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისეთი ლამაზი და ტკბილი არაა, როგორც ლეგენდებში. ვალენტინი მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლე მხოლოდ იმ შემთხვევაშია, როცა ცოლი მის დაკრულზე ცეკვავს. უფრო მეტიც, საყვარელ ადამიანს აფასებს მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რამდენად სასარგებლოა. ურთიერთობაში სიყვარულზე მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ემსახურება ცოლი მისი პიროვნების სასარგებლოდ. თუ სარგებელი მინიმალურია, ერთ დროს საყვარელ ქალს დაუფიქრებლად გააგდებს. არანაირი წყენა, უბრალოდ ანგარიში.

  • მარკი – მიზანდასახული და ჯიუტი მარკი სასურველის მიღწევას მიჩვეულია. „ჩაქუჩი“ – იტყვიან მასზე მეგობრები და მართლები იქნებიან, რადგან მარკი ლათინურიდან ასე ითარგმნება. არ ვკამათობთ, რომ ამ სახელის მფლობელი ძლიერი პიროვნებაა. ზოგჯერ ძალიან შორს მიდის. ოჯახში ტირანი და ფეთქებადი მეუღლეა. კანონებს თავად ადგენს და მის შესრულებას მკაცრად აკონტროლებს. როგორც მკაცრი გენერალი, ოჯახის წევრებს დაუმორჩილებლობისთვის მკაცრად სჯის. ორჯერ დაფიქრდით, გსურთ თუ არა მის ჯარში ყოფნა თუ თავისუფლებას უფრო აფასებთ.

  • ვლადლენი – სსრკ–ს პერიოდში საკმაოდ პოპულარული სახელი იყო, რომელსაც ვლადიმერ ლენინის პატივსაცემად არქმევდნენ. წითელი ტერორის და ომის კომუნიზმის იდეოლოგს ნაზ და გულკეთილს ვერ ვუწოდებთ. ემოციურობა, სისასტიკე და ანგარიშიანობა ვლადლენსაც გადაეცა. ამ სახელის მფლობელი შურისმაძიებელია. მისი კეთილგანწყობის იმედი არ გქონდეთ, თუ შეცდომას დაუშვებთ. მისი გაბრაზება ადვილია, საკმარისია მის აზრს ერთხელ არ დაეთანხმოთ.


ამ სახელების მფლობელების შეყვარებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. თვალის დაუხამხამებლად გულს გატკენთ და ისეთ „ტკბილ“ ცხოვრებას მოგიწყობთ, რომ თავად გაიქცევით.