ყველაზე არაერთგული ზოდიაქოს ნიშანი

ყველაზე არაერთგული ზოდიაქოს ნიშანი
როგორ განსხვავდებიან ზოდიაქოს ნიშნები, არა? ზოგი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან მეცნიერები, ზოგი - იღბლიანები, ზოგი კი რაღაც ნიჭით გამოირჩევა. დაფიქრებულხართ, თუ რომელი ნიშანია ყველაზე არაერთგული?

მე-12 ადგილი - მორიელი

მოულოდნელია! ჰიპერსექსუალური და ძალიან მიმზიდველი მორიელი ყველაზე ერთგული ნიშანია! თუმცა, მორიელი კეთილშობილების გამო კი არ არის ასეთი, უბრალოდ, არ ხედავს აზრს, იპოვოს ახალი მსხვერპლი, სანამ ძველი ჯერ კიდევ ფორთხავს.

მე-11 ადგილი - თხის რქა

თხის რქა არ ღალატობს იმიტომ, რომ ვერ ხედავს აზრს იმაში, რატომ უნდა გარისკოს ყველაფრით, რაც დიდი ძალისხმევით მოიპოვა და კიდევ მეტი შრომა ჩადოს უბრალო სექსის გამო? ისედაც ხომ აქვს ეს სექსი. ”სადაა ლოგიკა?” ეკითხება საკუთარ თავს. მისთვის ამაში ლოგიკა არ დევს.

მე-10 ადგილი - კურო

კუროს ისედაც ყველაფერი კარგად და სტაბილურად აქვს და ამის დაკარგვას არ აპირებს რაღაც პატარა ინტრიგის გამო. მერე ისევ თავიდან მოუწევს დაქორწინება და ცხოვრების თავიდან დაწყება. არა, ეს მას არ სჭირდება.

მე-9 ადგილი - მერწყული

თუ მერწყულს რაიმე არ აწყობს - ის განქორწინდება. რადგან ღალატი და ტყუილი არაკაცური საქციელია. იგი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ტყუის და ასეთი რამეებისთვის ხელს არ გაისვრის.

მე-8 ადგილი - სასწორი

სასწორი არასოდეს ღალატობს სპონტანურად. მან ყველაფერი უნდა აწონ-დაწონოს: სჭირდება თუ არა ეს, შეძლებს თუ არა,მ უნდა თუ არა. და სანამ ამაზე ფიქრობს, მატარებელმაც ჩაიქროლა...

მე-7 ადგილი - ქალწული

ზოგი ქალწული ღალატობს, ზოგი - არა. მაგრამ თუ ღალატობს კიდეც, ამაზე ვერავინ გაიგებს, მაგრამ თუ სდასწაული მოხდა და მაინც გაიგეს - ძალიან ლამაზად გამოძვრება სიტუაციიდან.

მე-6 ადგილი - თევზები


თევზები ყოველდღე ღალატობენ, დღეში 3-ჯერაც კი. მაგრამ ეს მხოლოდ მათ სექსუალურ ფანტაზიებში ხდება. რაც შეეხება ნამდვილ ღალატს, ეს მხოლოდ დიდი სიყვარულით ხდება.

მე-5 ადგილი - ლომი


ლომი სანამ ყველაფერი აწყობს, არ ღალატობს. ანუ, სანამ მას სათანადოდ აქებენ და აღმერთებენ. საქმე იმაშია, რომ ამ შექების გრადუსის შენარჩუნება რთულია და მერე გადაწყვეტს, რომ ორი მაქებარი ერთსას ჯობია., ან სამი, ოთხი და ა.შ.

მე-4 ადგილი - ტყუპები


ტყუპები ღალატს არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რადგან წესები საერთოდ არ ადარდებთ. ვერ იტანენ შეზღუდვებს და თითქმის არ ჰყავთ მუდმივი პარტნიორი, რადგან არამუდმივობა - ტყუპების მეორე სახელია.

მე-3 ადგილი - კირჩხიბი

კვლავ მოულოდნელობა! ლიდერთა სამეულს რომანტიკული, ნაზი და მეოჯახე კირჩხიბი ხსნის! რომელიც ასევე რომანტიკულად და მორცხვად დაძვრება განზე. ამით, ჩვენი აზრით, კირხიბები სამყაროში ბალანსს აღადგენენ: რაიმე ნაკლი მათაც ხომ უნდა ჰქონდეთ!

მე-2 ადგილი - ვერძი

ვერძებს უბრალოდ ყველაფერი საუკეთესო კი არ სჭირდებათ. მათ სჭირდებათ იდეალი. საქმე იმაშია, თუ ამ იდეალს დიდ ხანს უყურებ, რაიმე ნაკლს აუცილებლად აღმოუჩენ. და მორჩა! აქ ახლის ძიება უნდა დაიწყო!

1-ლი ადგილი - მშვილდოსანი

აი, ყველაზე მოღალატე და არამუდმივი ნიშანი! იცით, რატომ ქორწინდებიან მშვილდოსნები 5-5-ჯერ? რადგან იწყენენ, როცა მხოლოდ ერთ ადამიანს ღალატობენ მთელი ცხოვრება. და ამ ყველაფრის ცოდნის შემდეგ უნდა შევძლოთ და განვაგრძოთ ცხოვრება...