რა მოუვა თქვენს სხეულს, თუ "სულ რაღაც" 2 დღე არ იბანავებთ

რა მოუვა თქვენს სხეულს, თუ "სულ რაღაც" 2 დღე არ იბანავებთ
ალბათ, მიჩვეული ხართ ყოველდღე შხაპის მიღებას. ამას ჩვევისა და ჰიგიენის გამო ვაკეთებთ, თუმცა, ზოგადად, რეგულარული შხაპი ნორმად მხოლოდ 50 ან 60 წლის შემდეგ ითვლება.

ამიტომაც, ერთი ან ორი დღით შხაპის მიუღებლობა სამყაროს დასასრული არაა, არა? მართალია, ეს თქვენ არ მოგკლავთ, თუმცა, ადრე თუ გვიან დარწმუნდებით, რომ ეს საკმაოდ უსიამოვნო შედეგებს იწვევს.ჩვენს საუკუნეში ადამიანები ხშირად იღებენ შხაპს და, ყველაზე ხშირად, ამას ავსტრალიელები აკეთებენ, SCA-ს 2008 წლის მონაცემებით.



პატარა ბავშვები, რა თქმა უნდა, არ ითვლება. ისინი არც ისე აქტიურები არიან, ამიტომ კვირაში 2-3-ჯერ მათი დაბანა საკმაოდ ნორმალური და კარგიცაა. მათი კანი ხომ ძალიან მგრძნობიარეა, ზრდასრულისგან შედარებით.სანამ სუფთა წყალი საზოგადოდ ხელმისაწვდომი არ გახდებოდა, ადამიანები საკმაოდ იშვიათად ბანაობდნენ.



თუმცა, უნდა დავაზუსტოდ, რომ შხაპის ყოველდღიური მიღება არ ნიშნავს იმას, რომ თავი უნდა დაიბანოთ ყოველდღე. ძალიან ხშირი ბანაობა თავის სიმშრალესა და თმის მსხვრევადობას გამოიწვევს. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ მშრალი შამპუნი გამოიყენოთ.საშუალოდ, ჩვენს სხეულზე ბაქტერიების 1000-მდე, ხოლო სოკოების - 40 სახეობა იყრის თავს. თუმცა, დარწმუნებული იყავით, რომ მათი უმრავლესობა ნამდვილად სასარგებლოა. მარტივად რომ ვთქვათ, კარგი ბაქტერიები ცუდ ბაქტერიებს აფრთხობენ.



თუმცა, კარგ ბაქტერიებს დახმარება სჭირდებათ. უფრო ზუსტად კი - თქვენი კანის სისუფთავის დაცვა. როცა შხაპს არ იღებთ, მაინც ბინძურდებით, თუნდაც არ ოფლიანობდეთ. თქვენ ეხებით ნივთებს, კარის სახელურებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხელსაკიდებს და ა.შ...რაც უფრო დიდხანს ბანაობთ, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ცუდი ბაქტერიები გაიმარჯვებენ. და, თუ ისინი თქვენს თვალებს, ცხვირს ან პირს მიაღწევენ, თქვენ დაავადდებით. გრიპი კი, ალბათ, ყველაზე უფრო უწყინარი რამაა, რაც შეიძლება მოგივიდეთ.თუ შხაპზე უარს ხშირად იტყვით, თქვენი კანი ნამდვილად დაზიანდება. შესაძლებელია სიწითლე და გაღიზიანებაც.



შეიძლება იფიქროთ, რომ უსიამოვნო სუნს ოფლი იწვევს, რეალურად კი ესაა გაზები, რომლებსაც სხეულის ცილისა და ცხიმოვანი მჟავების მომხმარებელი ბაქტერიები გამოყოფენ.ეს სუნები ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, ყველა მათგანი კი თავისებურად უსიამოვნოა.



ეს ჯანმრთელობის პრობლემა არაა, სანამ იგი ძალიან არ გართულდება, თუმცა იგი სოციალური პრობლემაა ნამდვილადაა. დერმატოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ შხაპის პროცედურას გამოტოვებთ, აუცილებლად უნდა გამოიბანოთ იღლიები, მენჯები და სახე სხვა საშუალებით მაინც, რამდენადაც ისინი ბაქტერიების გამრავლების მთავარი ადგილებია.