ყველაზე მარტივი საშუალება ორსულობის შემდეგ ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად!
ორსულობის დროს, საშუალო წონის ქალბატონებისთვის ნორმად ითვლება 11-16 კილოგრამის მომატება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პატარას ჯანმრთელობისათვის ასევე მომავალი დედისთვისაც. თუმცა მშობიარობის შემდეგ ქალბატონებისთვის ძველი წონისა და ფორმების დაბრუნება საკმაოდ რთულია. ექიმების თქმით ამ დროს მთავარია არ ცდილობდეთ "გახდეთ ნებისმიერ ფასად" , არამედ კონცენტრირება მოახდინოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, რადგან მასზეა დამოკიდებული თქვენი შვილის ჯანმრთელობაც. ეს ნიშნავს, რომ უნდა ისწავლოთ გააზრებული და ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება.
პირველ რიგში ექიმები რეკომენდაციას იძლევიან არ დაუბრუნდეთ ფიზიკურ ვარჯიშებს 6 კვირაზე ადრე, მშობიარობიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მწოლიარე ავადმყოფს დაემსგავსოთ. მას შემდეგ რაც სამშობიაროდან სახლში დაბრუნდებით, თქვენ შეგიძლიათ 20 წუთიანი გასეირნებებზე გახვიდეთ, ეს დაგეხმარებათ შეამციროთ სტრესი და მშობიარობის შემდგომი დეპრესია.
FPaparazzi-ს რედაქციის მიერ მომზადებულ ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, პამელა ბარნესის - პროფესორ გინეკოლოგის და მეანის შემუშავებულ ვარჯიშების კომპლექსს, რომლის შესრულებაც თქვენს პატარასთან ერთად შეგიძლიათ, მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ, გასეირნებისას. ის დამყარებულია ტემპის მორიგეობაზე "ნელიდან - ძალიან სწრაფამდე".
როდესაც იგრძნობთ, რომ მზად ხართ უფრო ხანგრძლივი დატვირთვებისთვის შეგიძლაით გაზარდოთ სწრაფი სიარულის დრო 45 წამამდე, ხოლო ნელი სიარულის 90 წამამატე. ამგვარად თქვენი გასეირნება 35 წუთი გაგრძელდება
თავდაპირველად საკმარისი იქნება კვირაში 3 დღით ასეთი გასეირნებები. დროთა განმავლობაში შეგიძლაით დაამატოთ 4-5 გასეირნება.
ნუ ინერვიულებთ თუკი მშობიარობის შემდეგ წონის დაკლებას სწრაფად ვერ მოახერხებთ. მშობიარობის შემდეგ 1 წლის მანძილზე ზედმეტი წონის არსებობა - სავსებით ნორმალური და ბუნებრივია.

- გახურება მიმდინარეობს ნელა დაახლოებით 5 წუთი. გასწორდით წელსი და მხრები უკან გადასწიეთ, უბიძგეთ ეტლს 15-25 სანტიმეტრით წინ.
- შემდეგი 30 წამი შეასრულეთ მაქსიმალურ სისწრაფეზე. ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას და ნუ ილაპარაკებთ.
- შემდეგი ერთი წუთის განმავლობაში იმოძრავეთ ნელ ტემპში.
- მორიგეობით შეასრულეთ 30 წამიანი სწრაფი ტემპით და 60 წამიანი ნელი სიარული 12 ჯერ. ყოველივე ეს მოითხოვს დაახლოებით 18 წუთს.
- გასეირნება დაასრულეთ 3 წუთიანი აუჩქარებელი სიარულით.