პოლიცია მივიდა გამოძახების საფუძველზე და იპოვეს ხელმოტეხილი მოხუცი, რომელიც რამდენიმე დღის უჭმელი იყო.

პოლიცია მივიდა გამოძახების საფუძველზე და იპოვეს ხელმოტეხილი მოხუცი, რომელიც რამდენიმე დღის უჭმელი იყო.
ბევრი შეიძლება იმსჯელო იმაზე, თუ რას ნიშნავს ნამდვილი მეგობარი, მაგრამ ყველა დამეთანხმება, რომ ნამდვილი გრძნობა ქცევაში გამოიხატება და არა სიტყვებში. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გელოდებათ ამბავი მეგობრობაზე, რომელიც გულს აგიჩუყებთ.

რას ნიშნავს ნამდვილი მეგობარი



ერთმა ცემმა ნაცნობმა გამიზიარა ამბავი, რომელიც მის სამსახურში მოხდა. გოგა მუშაობს პოლიციის განყოფილებაში ლონდონში. ის უკვე დიდი ხანია დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და რამდენიმე წელია ეხმარება ადამიანებს, მის მეწყვილეს ჰქვია ჯო. ერთხელ, განყოფილებაში უცნაური ზარი შემოვიდა.

რეკავდა მოხუცი ქალი. ზრდილობიანად მოითხოვა, რომ ვინმე მისულიყო მასთან. ამბობდა, რომ მესამე დღეა არაფერი უჭამია. შეწუხებულმა დისპეჩერმა პატრულებს გადასცა გამოძახების დეტალები. გოგა და ჯო მაშინვე გაემართნენ მითითებულ მისამართზე.



ისინი მივიდნენ საკმაოდ მდიდრულ სახლთან. კარებიდანვე ჩანდა, რომ მოვლილი და მოწესრიგებული იყო იქ ყველაფერი. სახლის გარშემო გაშლილი იყო უზარმაზარი ბაღი. კარი აკანკალებულმა მოხუცმა გააღო. ჩანდა, რომ გადაადგილება უჭირდა. ქალმა პოლიციელები სახლში შეიპატიჟა და თვალცრემლიანმა დაიწყო მოყოლა:



"ხუთი დღის წინ კიბიდან გადმოვვარდი. ძალიან მტკივა მარცხენა ხელი, მხარი და მთელი გვერდი. დარწმუნებული ვარ, არაფერია სერიოზული და უბრალო დაბეჟილობა მაქვს, მაგრამ დამოუკიდებლად გადაადგილება მიჭირს. ცემი შვილი სხვა ქალაქში გადავიდა სამუშაოდ, არ მინდა ვანერვიულო, იმდენი ხანი ელოდებოდა ამ თანამდებობას..."

თითოეული პოლიციელი თავის მშობლებზე ფიქრობდა/ ჯომ კინაღამ ტირილი დაიწყო, როცა გაიგო, რომ მოხუცს საჭმელი სამი დღის წინ გაუთავდა.



ახალი მეგობრები

პოლიციელებმა სასწრაფოს გამოძახება შესთავაზეს, მაგრამ ბებიამ უარი უთხრა, რადგან საკაცეების ძალიან ეშინოდა, ამიტომ გოგამ და ჯომ თავად წაიყვანეს კლინიკაში.



იქ აღმოჩნდა, რომ დაცემის ფონზე იყო ძლიერი დაჭიმულობა და კიდურების მოტეხილობა. სანამ მოხუცს გამოკვლევებს უტარებდნენ, ჯომ მის შვილს დაურეკა, რომელიც ძალიან შეწუხდა, ჩამოსვლას დაპირდა, მაგრამ უახლოესი რეისი ორი დღის შემდეგ იქნებოდა.



როდესაც შვილი ჩამოფრინდა, მაშინვე დედასთან მივიდა კლინიკაში და უსაყვედურა: რატომ მაშინვე არ გამაგებინეო. ბებო კი უკვე უკეთ იყო და მხიარულად: პოლიციელები მიდიოდნენ დღეში ორჯერ, სანამ შვილი დაბრუნდებოდა.

ჯო და გოგა დაუმეგობრდნენ მოხუცს. ისინი ცდილობდნენ მის გამხიარულებას. უყვებოდნენ სახალისო ამბებს სამსახურიდან, აგრეთვე სხვადასხვა გემრიელი საჭმელი მიჰქონდათ. ამ ამბის მერე ერთი წელი გავიდა, მაგრამ ბიჭები ხშირად სტუმრობენ მოხუცს, უნდათ დარწმუნდნენ, რომ მათ მეგობარს ყველაფერი რიგზე აქვს.
სტატიის ავტორი: თამარ მეფარიშვილი