ეს ბებო 15 წელი მაღაზიაში წიგნის საკითხავად დადიოდა. აი ადმინისტრაციამ რისი გაკეთება გადაწყვიტა

ეს ბებო 15 წელი მაღაზიაში წიგნის საკითხავად დადიოდა. აი ადმინისტრაციამ რისი გაკეთება გადაწყვიტა
"აშან უკრაინას" მუდმივმა მყიდველებმა შეამჩნიეს ბებო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, უკვე 15 წელია ყოველდღე ამ ჰიპერმარკეტში წიგნის წასაკითხად დადის. ამის შესახებ ბოგდან გდალი სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:

"ეს ქალი უკვე 15 წელია ხშირად ჰიპერმარკეტში წიგნების განყოფილებაში დგას და კითხულობს. ჰიპერმარკეტის სახელი უკვე 3-ჯერ შეიცვალა: იყო "ქვეყანა", შემდეგ "ქარავანი", ახლა კი "აშანი" და ის კიდევ აქ არის! მე მას ჰიპერმარკეტის სიმბოლოსაც კი ვუწოდებდი. 
მივედი და ვუთხარი: "ხშირად გხედავთ". ის კი მპასუხობს: "რა გავაკეთო, სახლში არაფერია გასაკეთებელი. ცხოვრება რთულია..."შემდეგ დაიმორცხვა, წიგნი დადო და წავიდა. გავიგე, რომ მას ანასტასია ჰქვია. მეტჯერ აღარ შევაწუხებ, დაე წაიკითხოს" - წერს ჟურნალისტი. 

და სულ ცოტა ხნის წინ, სპეციალურად ამ საყვარელი მოხუცი ქალისთვის დივანი დადგეს! ასეთი ცვლილების შესახებ კომპანია "აშან უკრაინას" მენეჯერმა ირინა იარგინმა განაცხადა. 



სოციალურ ქსელში მომხმარებლების უამრავი თხოვნის შემდეგ "აშანის" ადმინისტრაციამ წიგნის თაროების გვერდით პატარა კომფორტული დივანის დადგმა გადაწყვიტა. 

ახლა ბებოსთვის წიგნის კითხვა კომფორტული იქნება, ირწმუნებიან მაღაზიის თანამშრომლები. 

"მადლობა, რომ ამ სიტუაციას გულგრილად არ შეხვდით. ჩვენ თქვენი საინტერესო იდეები გავიზიარე და საკითხავად კუთხის პატარა დივანი დავდგით. ბებო უკვე იყო მოსული. ჯერ ათვალიერებს" - წერს "აშან უკრაინას" წარმომადგენელი სოციალურ ქსელში. 



ეს ამბავი მთელ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. აი რამდენიმე საინტერესო კომენტარი სოციალურ ქსელში:

"მაგარია, მეგობრებო! მადლობა თქვენ! ადამიანურობისთვის! სიკეთისთვის! გაგების და ყველაფერი ცოცხალის მიმართ სიყვარულისთვის! გამარჯვება თქვენ! და დღესასწაულის სახელით - დიდი და ძლიერი სიყვარული!

"კომპენსაცია მაღაზიას! წიგნებისთვის აქ აუცილებლად შევალ."

"როგორი გულისამაჩუყებელია. უკვე ცრემლები მომდის."

"ყოჩაღ! უთხარით ბებოს, რომ შეუძლია დაჯდეს. სასიამოვნოა როცა სიკეთის გამოვლენას ხედავ."