ვის რა პრობლემები აქვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ?

ვის რა პრობლემები აქვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ?
ზღაპარი- სიცრუეა, რომელშიც მცირე წილი სიმართლეა. არსებობს უამრავი ჰოროსკოპი, თუმცა იქ მხოლოდ ერთმანეთს აქებენ. მოცემულ სტატიაში ყველაფერს ისე მოგითხრობთ, როგორცაა სინამდვილეში.



მოდით, ნუ დავხუჭავთ თვალებს მინუსბეზე, რადგან ყველაფერი ერთიანობაში გვახასიათებს, როგორც პიროვნებებს.

სახუმარო ჰოროსკოპი



1.ვერძი

ვერძი ეჭვიანი ბატონია. ის ყველაფერს გააკეთებს სურვილის დასაკმაყოფილებლად და მისთვის შედეგბს არ აქვს მნიშვნელობა. მუდამ იკამათებს უაზრო სიტყვიერ დაპირისპირებაში, ამ ნიშნის წარმომადგენლები არიან საოცრად პრინციპულები, ითხოვენ მათ მიმართ მონურ სიყვარულს, ეჭვიანობენ გასულელებამდე, საკუთარ თავს კი აძლევენ ბიწიერი ურთიერთობების უფლებას.

2.კურო

ამ ნიშნის წარმომადგენელს არ აქვს ფული, თუმც ამაზე არც წუხს. არც სამსახურის უქონლობაა მისთვის პრობლემა. ის ვერასოდეს გაიგებს სხვების მონაყოლს, თუ რა არასრულყოფილია გარესამყარო, არასოდეს მოისმენს წუწუნს ცხოვრების უსამართლობის შესახებ. არ ღირს მისი გაბრაზება.



3.ტყუპები

არ ენდოთ მათ, რადგან მიდრეკილნი არიან შეიცვალონ აზრი სულ მცირე 15 წუთში. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი სერიოზულად არ აღიქვამენ ცხოვრებას და ყველაფერს მასკარადად მიიჩნევენ. თითოეული სიტუაციისთვის მათ აქვთ შესაფერისი ნიღაბი და განწყობა. მიჩვეულნი არიან მხოლოდ აღებას, უკან დაბრუნება კი მათთვის უცხოა.

4.კირჩხიბი

კირჩხიბებს მუდამ რაღაცები ეჩვენებათ, ამასთანავე, ზოგჯერ უკიდურესობაში ვარდებიან. მათ გულებში სიყვარული სიძულვილი მყისიერად ენაცვლება ხოლმე ერთმანეთს. ისინი მიჩვეულნი არიან სხვების დადანაშაულებას და შურისძიებას.



5.ლომი

ამ ნიშნის წარმომადგენლები პომპეზური და საკუთარ თავზე შეყვარებული ტიპები არიან, რომლებიც სხვებს ზემოდან უყურებებენ. დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა მათზე გიჟდება,შექების გარეშე ვერაფერს აკეთებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხდებიან უკმაყოფილო დესპოტები.

6.ქალწული

ისინი არიან ეგოსტები. ამბობენ, რომ მათთვის უცხოა ღრმა გრძნობები: სიყვარული, სიკეთე, ურთიერთდახმარება. მეორე მხრივ, არიან ნარცისები, რომლებსაც სურთ იდეალურად გამოიყურებოდნენ. ნათლით მოსილი ცხოვრების წესი შესაძლოა მოულოდნელი ღალატით შემობრუნდეს.



7. სასწორი

ამ ნიშნის წარმომადგენლები არიან ზარმაცები და უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. ხშირ შემთხვევაში, არ ჰყავთ მეგობრები, რადგან სამყაროში მათზე უკეთესი არავინაა. ამასთან, ისინი სხვებს მომხმარებლურად უყურებენ.

8.მორიელი

მორიელები დაკომპლექსებული ტიპები არიან, რომლებმაც კარგად იციან თვალებში ნაცრის შეყრა. ისინი არიან დაუნდობლები და მიზნის მისაღწევად მზად არიან ყველაფერი დათმონ. შეუძლიათ სხვების მანიპულირება და დაჩაგვრა.



9.მშვილდოსანი

ისინი ცხოვრებაში ორიენტირებულნი არიან მხოლოდ იღბალზე, მორჩილად ხვდებიან სიღარიბეს და რაიმეს დაკარგვას. მშვილდოსნები თითქოს მთელ ცხოვრებას იმ იმედით ფლანგავენ, რომ ერთ დღესაც გაუმართლებთ, არასოდეს აღიარებენ, რომ მათი ღირებულებათა სისტემა სუსტია.

10.თხის რქა

მათი უმრავლესობა მხდალი და ცინიკოსი ადამიანებია. არასოდეს არავინ იცის მათი გულისნადები. ნებისმიერი საფრთხის დროს იმალებიან, ყველანაირად ცდოლობენ მაღალი სოციალური სტატუსის მიღებას.



11.მერწყული

მათთვის არ არსებობს ტყუილი და სიმართლე, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ გარემოებებს, რომლებზეც რეაგირებენ თავიანთი განწყობის შესაბამისად. ნებისმიერ "კეთილ" საქმეს ინიშნავენ, რათა შემდეგ სხვების წინაშე იტრაბახონ. მათ აქვთ საინტერესო თავისებურება: ნებისმიერ სიტუაციაში გიჟად რაცხავენ სხვებს და არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს.

12.თევზები

ადამიანები, რომლებიც მუდამ უნდა გებრალებოდეთ. დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, მუდამ სხვისი დახმარების იმედზე არიან. გულსაწყვეტი ნაკლოვანება აღენიშნებათ: არ შეუძლიათ ტყუილის თქმა. ამის გამო პერმანენტულად სტრესში ვარდებიან.



რედაქციისგან
მართალია, ჰოროსკოპი ხუმრობითაა შედგენილი, თუმცა მასში გარკვეული წილი სიმართლეცაა. ამოიცანით ვინმე საკუთარი ნაცნობებიდან თუ სანათესაოდან?
სტატიის ავტორი: გიორგი გოგიძე