შევცდი და ქმარს ვუღალატე. ახლა განქორწინებას აპირებს, დამეხმარეთ სიტუაციის გამოსწორებაში

შევცდი და ქმარს ვუღალატე. ახლა განქორწინებას აპირებს, დამეხმარეთ სიტუაციის გამოსწორებაში
ჩემმა დაქალმა ახალგაზრდა საყვარელი იპოვა. ქმარმა ღალატის შესახებ გაიგო და აპატია. აი, ქეთიმ დროულად გაჩერება ვერ შეძლო და საყვარელთან ურთიერთობა გააგრძელა. ქმარმა მეორე დარტყმა ვეღარ გადაიტანა და განქორწინება გადაწყვიტა.

ქმარმა ღალატის შესახებ გაიგო

ამ სიტუაციაში ჩემი დაქალის გამართლება რთულია. ცოლქმრული ღალატი რაღაც გამონაკლისი ან უჩვეულო არაა. უფრო უჩვეულოა ის, რომ ქმარმა პირველად აპატია. ეს ქებას იმსახურებს. რა თქმა უნდა, განქორწინების სურვილი საკმაოდ კანონზომიერია.



რა შეიძლება ვურჩიოთ ქეთის ამ სიტუაციაში? ალბათ, თავდაპირველად, სჯობს საკუთარ თავში გაერკვეს. თუ საყვარელთან ურთიერთობა მაინც გააგრძელა მას შემდეგ, რაც ქმარმა ღალატის შესახებ გაიგო, გამოდის ქმართან ურთიერთობაში ყველაფერი იდეალურად არ იყო. უნდა გავიგოთ, თუ რა აკლდა და რამ უბიძგა ასეთი ნაბიჯისკენ.

იქნებ, თავიდანვე პარტნიორი სწორად არ აურჩევია. მაგალითად, ქალი, რომელიც მთელი ბავშვობა უპასუხისმგებლო მამისგან იტანჯებოდა, მსგავს ქმარს ირჩევს. ასე საკმაოდ ხშირად ხდება. ჩვენი ფსიქიკა სიტუაციის განმეორებისკენ არის მიდრეკილი, თუნდაც ოდესღაც მათ გამო უბედური ვიყავით.



როცა პარტნიორი დიდად არ შეგვეფერება და ამას დიდხანს ვითმენთ, ადრე თუ გვიან მთელი ნეგატივი და შეკავებული გრძნობები გარეთ გამოვა. მაშინ პარტნიორი, რომელიც არაფერში დამნაშავე არაა, მთელ რიგ პრობლემებს აწყდება. ეს შეიძლება იყოს სკანდალები, ღალატი და მუდმივად ურთიერთობის გარკვევა.



ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად დაფიქრდეთ, სანამ ადამიანთან სერიოზულ ურთიერთობას დაიწყებთ. თუ ეს უკვე გააკეთეთ, მაგრამ მიხვდით, რომ არასწორი არჩევანი იყო, საყვარელ ადამიანს დაელაპარაკეთ. სიტუაცია აუხსენით და ყველაფერი გააკეთეთ, რომ მისი გრძნობები არ შელახოთ.



თუ გრძნობთ, რომ საზღვარზე ხართ, სპეციალისტთან მიმართვა სირცხვილი არაა. ოჯახის ფსიქოლოგმა არაერთი ოჯახი გადაარჩინა, თუმცა ასეთი ნაბიჯის გადადგმა ყველას არ შეუძლია. ზოგჯერ სჯობს ჯერ თერაპევტს მიმართოთ და მასთან პირისპირ ისაუბროთ.



რედაქტორისგან

მეგობარს ვურჩიე, რომ სიტუაცია მიეღო და ყველაფრის დაბრუნება შეეწყვიტა. ეს შეუძლებელია, რადგან ადამიანს გული უკვე ატკინა, თან ორჯერ. ამის პატიება რთულია. სჯობს საკუთარ ცხოვრებას და ფსიქიკას მიხედოს და რთული მდგომარეობა გაითვალისწინოს. ზიანი მიყენებულია, თუმცა შეიძლება საქციელის შედეგები თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის ნაკლებად მტკივნეული გახადოთ.
სტატიის ავტორი: თეა გუბელაძე