ქმარი წელიწადზე მეტხანს დაუსაქმებელი იყო, მაგრამ ერთი კითხვის შემდეგ ფანტასტიურ ცვლილებებს დათანხმდა.

ქმარი წელიწადზე მეტხანს დაუსაქმებელი იყო, მაგრამ ერთი კითხვის შემდეგ ფანტასტიურ ცვლილებებს დათანხმდა.
დანაშაულის გრძნობა ერთ–ერთი ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას წამლავს. თანამედროვე ახალგაზრდების კითხვები ადამიანის ნამდვილ სახესთან და სინდისთან დაკავშირებულ ბევრ თემას უკავშირდება. fPaparazzi რედაქცია გთავაზობთ, ერთად გავარკვიოთ, რატომ გვაინტერესებს სხვების აზრი საკუთარი ქცევების შესახებ.

თანამედროვე ახალგაზრდების კითხვები

ახლახანს Reddit-ზე საინტერესო სექცია გამოჩნდა. მასში ადამიანები აღწერენ სხვადასხვა სიტუაციებს, რომლებიც თავს გადახდათ, და მკითხველებს სთხოვენ შეაფასონ, თუ რამდენად ცუდად მოიქცნენ. ძირითადად, არც თუ ისე სასიამოვნო სიტუაციებზეა საუბარი.



ეს ერთგვარ სასამართლოს ჰგავს, ოღონდ აქ არა კრიმინალური, არამედ ყოველდღიური საქმეები განიხილება. ის, რაც შეიძლება ყველას თავს გადახდეს. მსჯელობის ბოლოს მკითხველებს „განაჩენი“ გამოაქვთ ან უბრალოდ წყვეტენ, მათ წინაშე ცუდი თუ კარგი ადამიანია. საინტერესოა, რომ ადამიანები თავიანთი ისტორიებით თავად მოდიან და თავად ეძებენ სამართალს. რატომ ხდება ასე?



რატომ ვეძებთ სრულიად უცნობი ადამიანებიდან შეფასებას? შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ არ გვიცნობენ. შემთხვევითი აუდიტორია ნაცნობობის გამო ფასდაკლებას არ გაგიკეთებთ. ისინი ეცდებიან, სიტუაცია საღად და მიუკერძოებლად შეაფასონ.



ახლობლებისთვის რჩევის კითხვა კარგ იდეად არ მიგვაჩნია. ერთი მხრივ, ახლობლები ძალიან კარგად გვიცნობენ. სიტუაციის შეფასებისას წარსულ ცოდვებს გაითვალისწინებენ, რაც სამართლიანობის ნებისმიერ მარცვალს უკვე კლავს. მეორე მხრივ, ახლობლებს შეიძლება ჩვენი წყენინება არ სურდეთ. არადა ჩვენ მაქსიმალურად ობიექტური შეფასება გვჭირდება.



და მაინც, რატომ გვსურს სხვების მოსაზრების გაგება? სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი რწმუნდება, რომ სამყარო შავ–თეთრი არაა. მასში აშკარად ცუდი და აშკარად კარგი ძალიან ცოტაა. ზოგჯერ საკუთარი ქმედებების გაშიფვრაც არ შეგვიძლია. ცუდად მოვიქეცით თუ არაუშავს, ასე დაშვებულია?

სხვები სიტუაციის უფრო ობიექტურად შეფასებაში გვეხმარებიან. ძალიან კარგია, როცა თანამედროვე რეალობები ინტერნეტის სახით და მისი მრავალფეროვანი დანამატები ამაში გვეხმარება.

რედაქციისგან

რისთვის არის საჭირო საიტები ასეთი ისტორიებით? შესაძლოა იმისთვის, რომ არაპოპულარულ გადაწყვეტილებებში თავი მარტოდ არ ვიგრძნოთ. მსგავსი სიტუაციების წაკითხვით ხვდებით, რომ ერთადერთი არ ხართ, ვინც ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეძლო ან ტოქსიკური ხალხი მოიშორა.



ბევრისთვის სხვების გამოცდილებას დიდი სარგებელი მოაქვს. მაგალითად, ადამიანი იმ ნაბიჯებს აღწერს,რ ამაც სავალალო შედეგამდე მიიყვანა. მსგავსი სიტუაციის მქონე მკითხველს შესაძლებლობა აქვს, რომ სხვისი გადაწყვეტილების უარყოფითი მხარეები და უპირატესობები შეაფასოს, რომ იგივე შეცდომა არ დაუშვას.



გამოცდილების გაზიარება სასარგებლოა. მთავარია, ამისთვის უსაფრთხო და ადეკვატური ადგილი იპოვოთ. მაგალითად, მგრძნობიარე, არასტაბილური ფსიქიკის ხალხმა თავისი ისტორიები სჯობს არ გაასაჯაროვოს. განსაკუთრებით მათ, ვინც კრიტიკას ცუდად აღიქვამს და მზად არაა, საკუთარ ცხოვრებას კრიტიკულად შეხედოს.