სვიატოსლავ ფედოროვის წესები, რომელიც მან ამობეჭდა და კაბინეტში დაკიდა
სვიატოსლავ ფედოროვი მსოფლიოში სახელგანთქმული საბჭოთა კავშირის ექიმია. მან წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია ოფთალმოლოგიასა და თვალის მიკროქირურგიაში. რთულია ჩამოვთვალოთ ყველა ჯილდო და ტიტული, რომლებიც პროფესორმა საკუთარი წარმატებების გამო მიიღო.
მან საკუთარი მაგალითით დაამტკიცა, თუ რამდენად თავდაუზოგავად შეიძლება ადამიანმა იმუშაოს. დიდებული ოფთალმოლოგის გზაზე მას ბევრი დაბრკოლება შეხვდა და ეს ნორმალურია. თუმცა ექიმი სულით არასდროს ეცემოდა. მისი ცოლი ირინა, რომელიც ამა წლის აგვისტოში გარდაიცვალა, საუბრობდა 14 წესზე, რომელიც სვიატოსლავს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში ეხმარებოდა. ვინ იცის, იქნებ თქვენც დაგეხმაროთ!
სვიატოსლავ ფედოროვი ნიკოლას ძე
ცხოვრების წესი მის კაბინეტში ეკიდა. როცა პროფესორი თავს განსაკუთრებულად ცუდად და რთულად გრძნობდა, მათ კითხულობდა და ყველა კითხვაზე საჭირო პასუხს პოულობდა. შესაძლოა, ეს მნიშვნელოვანი სიტყვები დაეხმარა ექიმს ყველა დასახული მიზნის მიღწევაში.
დიდებული ექიმის ციტატები
სვიატოსლავ ფედოროვი 2000 წელს გარდაიცვალა. ის ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა, როცა სამეცნიერო კონფერენციიდან ტამბოვში ბრუნდებოდა. საინტერესოა, რომ ცხოვრებაში დიდებული ექიმი ადამიანებს უწოდებდა „ტურისტებს, რომლებიც ამ დედამიწაზე მოდიან იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან წავიდნენ“. სვიატოსლავი საკუთარი ნებით არ წასულა, მაგრამ პროფესორმა წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში და ბევრისთვის მასწავლებელი გახდა.
ამ შესანიშნავი ექიმის შესახებ იცოდით? ყველაზე მეტად რომელი ციტატა დაგამახსოვრდათ? ველოდებით თქვენს კომენტარებს!

- “ყველა წარმატებისთვის მადლობა გადაუხადეთ გარემოებებს, ყველა წარუმატებლობაში კი საკუთარი თავი დაადანაშაულეთ“ – ამბობდა ფედოროვი. ადამიანები საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ხშირად გაურბიან. ამასთან სხვებს ადანაშაულებენ ან რაიმე სხვა მიზეზს პოულობენ. პროფესორის მიდგომა კატეგორიული, მაგრამ საინტერესოა.
- “მოექეცით სხვებს ისე, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგექცენ“ – თანასწორობის ოქროს წესი პროფესორის ცხოვრებაში. ყველა ამ წესით რომ ხელმძღვანელობდეს, სამყაროში უფრო მეტი სიკეთე იქნებოდა.
- “ადამიანი უნდა მართოს არა გარემოებამ, არამედ მან უნდა მართოს გარემოება“. რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, ყველაფერი თქვენს ხელშია. სწორედ ამიტომ, სიტუაცია თვითნებაზე არ მიუშვათ. ეს არაფერ კარგს არ მოგიტანთ.
- “თუ თავს ცუდად გრძნობთ, იპოვეთ ის, ვინც თქვენზე ცუდადაა. მას დაეხმარე და შენ თავს უკეთ იგრძნობ“. რა თქმა უნდა, კიდევ რა შეიძლება გვირჩიოს დიდებულმა ექიმმა, რომელმაც მთელი ცხოვრება სხვების დახმარებას მიუძღვნა?
- “შემთხვევების ძალის გჯეროდეს! გახსოვდეს, რომ შემთხვევები ხდება მხოლოდ მასთან, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მოხდეს“. ფედოროვი დარწმუნებული იყო, რომ იღბალი არსებობს და მისი უნდა გვწამდეს. ამასთან თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ.
- “ჯანმრთელობა – ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გვაქვს. ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავზე, მეტი იმოძრავეთ და სწორად იკვებეთ. დაიძინეთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ და მავნე ჩვევები დაივიწყეთ“. ეს ციტატა ყოველდღე ისე უნდა გაიმეოროთ, როგორც „მამაო ჩვენო“.
- “ცხოვრებას წარმატებულები უყვარს. არ ინანოთ ის, რაც უკვე მოხდა“. ეს კარგი ციტატაა მათთვის, ვინც წარსულით ცხოვრობს. ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, არ ღირს.
- “საკუთარ შეცდომებზე ისწავლეთ. თითოეული განვლილი დღე გაანალიზეთ“ – იმეორებდა პროფესორი. გასაკვირი არაა, რომ ფედორი ასეთი შრომისმოყვარე და თავგანწირული იყო.
კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ციტატა - “ოპტიმიზმი – საუკეთესო წამალია სტრესის, მწუხარების და დარდის გასაქარვებლად“. კოლეგები იხსენებენ სვიატოსკლავს, როგორც ყოველთვის მომღიმარ ადამიანს კეთილი გულით.
- “მარტივი რამ დაიმახსოვრე: შენს გარეშე სამყარო არასრულია“. ექიმს შთაგონება და საკუთარ ძალებში რწმენის ჩუქება შეეძლო.
- “არ დაიწყო ახალი ცხოვრება, ეს უბრალოდ საკუთარი თავის მოტყუებაა. სჯობს ძველი ცხოვრება გააუმჯობესოთ. ეს ფრთხილად და თანდათანობით გააკეთეთ“. არადა მართლაც, ყველა ხმამაღალი განცხადება ახალი ცხოვრების დაწყების შესახებ უბრალოდ სასაცილოდ ჟღერს. ცხოვრება ერთია და მნიშვნელოვანია ის საკუთარ თავთან ჰარმონიაში გაატაროთ.
- “სხვა ადამიანებზე გაბრაზება შეწყვიტეთ. ეს მხოლოდ ხელს გიშლით და თქვენს ხასიათს აფუჭებს. ყველა წყენისგან გათავისუფლდით“. ნამდვილად, ნეგატიური ემოციები მთელ ძალას და რესურს წაგართმევთ, სანაცვლოდ კარგს არაფერს მოგიტანთ.
- “თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, თუ რისი სწამს, რისი იმედი აქვს და ვინ უყვარს“. 30 სექტემბერი პროფესორის კალენდარში წითლად იყო აღნიშნული. რწმენის, იმედის და სიყვარულის დღე მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ამაში ნამდვილად რაღაც არის.
- “ცხოვრებაში არც ერთი გამოუვალი მდგომარეობა არაა ჩაქრობის გარდა. ხელების დაშვება არ გაბედოთ. სანამ ცოცხალი ხართ, ცხოვრების გაუმჯობესებას ყოველთვის შეძლებთ“. სვიატოსლავი ძლიერი ნებისყოფის ადამიანი და ნამდვილად ჭკვიანი მამაკაცი იყო.