"12 სახლი, 6 კომპანია, ჰარლი დევიდსონი, ავტოპარკი და 45 მილიონზე მეტი..." - რა ქონებას ფლობს მშიერი თბილისის ტრენდული მერი
ღარიბი დედაქალაქის მდიდარი მერის, კახა კალაძის უძრავ-მოძრავი ქონება, ჯერჯერობით, უხეში „დათვლებით“, 40 მილიონ დოლარზე მეტია. კალას სულ რაღაც 12 სახლი აქვს, 6 ბიზნესკომპანია, 4 ავტომანქანა და 3 „ჰარლი დევიდსონის“ მოტოციკლეტი, ასევე ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძისგან აღებული მილიონიანი სესხები და მილიონიანი ანგარიშები უცხოურ ბანკებში.
და როგორც პრემიერი გახარია იტყოდა, წერტილი. თუმცა ეს ყველაფერი - ჯერჯერობით - რადგან მისი უძრავი ქონება ყოველწლიურად იზრდება.
მაშ ასე, გავყვეთ მილიონერი მერის ქონებრივი დეკლარაციის მარშრუტს და ვნახავ, სად და რომელ მილიონიან „ფოინთზე* (წერტილზე) იქნება ბოლო გაჩერება.
როგორც უკვე იცით, ქონებრივი დეკლარაციების სამყაროში „2020NEWS“ მას შემდეგ გამოგზაურებთ უფრო მძაფრად, რაც მმართველი ძალის წარმომადგენლებმა ბაღდათში, საკუთარ სახლში გამომწვარი 4 მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალება “შეიცხადეს“, ვერ ვიჯერებთო.
სამტრედიელი მერის ტერნდული ბინები ვაკე-ვერაზე
დანიშნულების „ფოინთი“ პირველი: „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციაში სიახლეა.
დედაქალაქის მერს, 2018 წელს ორი საცხოვრებელი ბინა შეუძენია, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში - ვერაზე. კალაძემ, თბილისსში, მარო მაყაშვილის ქუჩის მესამე ჩიხში (ჩიხი #3) 258 კვ.მ და 203 კვ.მ ფართის ბინები - 928 ათას 414 და 774 ათას 875 ლარად იყიდა.
ტრენდული ბინების გარდა, მერს შეძენილი აქვს 12,5კვ.მ ფართობის სამი ავტოფარეხი, რომელთა ფასიც სამჯერ 80 ათას 184 ლარია. ძალიან რომ არ დაგაბნიოთ, ჯამში, კალაძეს ავტოფარეხებში - 240 ათას 549 ლარი აქვს გადახდილი.
2019 წელზე არანაკლებ უხვბინიანი იყო დედაქალაქის მერისთვის 2017 წელი. კალაძემ 2017 წელს თბილისსში, ვაკეში, ჭავჭავაძის N37 - ში ორი საცხოვრებელი ბინა შეიძინა, რომელთა საერთო ფართი 200 კვ.მ-ია. იქვე შეძენილი აქვს 18.3 კვ.მ ავტოფარეხი. შეძენილი ბინების საერთო ღირებულება კი - 160 ათასი დოლარია.
კახა კალაძე ვაკეში, 2006 წლიდან ცხოვრობს. იგი ჭავჭავაძის გამზირ N23ა-ში ფლობს 367,6 კვ.მ ფართობის ბინას, რომელიც მილიონერ მერს 71 ათას 280 ლარად აქვს შეძენილი.
პარალელურად კი, კახა კალაძე დაბა წყენთში, გორგასლის ქუჩა N6-ში 650 კვ.მ ფართის სახლს იშენებს. დეკლარაციის მიხედვით, წყნეთის მშენებარე სახლი მას ჯერ კიდევ 2013 წელს აქვს შეძებნილი ნახევარ მილიონ ლარად. ვინაიდან სახლის მშენებლობა დასრულებული არ არის, ბუნებრივია, მისი ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია.
მიწის ნაკვეთისა და ქონების მფლობელი კალას მეუღლე, ანუკი არეშიძეცაა. მის მფლობელობაშია, 2017 წელს შეძენილი მიწა და ამ ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა, რისი ღირებულებაც 390 ათასი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ანუკის სახელზე კალას დეკლარაციაში სხვა ქონება არ ფიქსირდება.
თავად კახა კალაძეს კი დეკლარაციაში დაბა ბაკურიანში 200 კვ.მ მიწის ნაკვეთიც უფიქსირდება. თუმცა, ეს ფართი ნახევარ მილიონ დოლარად უკვე გაუსხვისებია. განაგრძეთ კითხვა