მოდური ჯინსები: 5 წყვილი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ

მოდური ჯინსები: 5 წყვილი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ
ჩვენი ცხოვრება ჯინსების გარეშე უკვე წარმოუდგენელია, ამიტომ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დიზაინერები ყველა სეზონზე გვანებივრებენ ჩვენი კარადის განუყრელი ატრიბუტის უახლესი ინტერპრეტაციებით. ჯინსები - საბაზისო გარდირობის აუცილებელი ატრიბუტია. ისინი შესანიშნავად ეხამებიან როგორც ქაშმირის როლინგს ასევე საკლუბო ქურთუკსა თუ ბანტიან პერანგს, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და ჩვეულებრივ კედებსაც კი. fpaparazzi გთავაზობთ გაეცნოთ 5 იდეალურ ჯინსის ვარიანტს რომელსაც ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში გამოიყენებთ.


ჯინსები - ბოიფრენდი
ჯინსები ბოიფრენდი კვლავინდებურად ტრენდულია. ერთტონიანი თუ გახეხილი, აპლიკაციებით თუ თანაბარი ეფექტით, ზოლებით თუ მის გარეშე, დამოკლებული თუ კლასიკური სიგრძის - მათი მცირეოდენ უხეში იერი ხაზს უსვავს მისი მფლობელის ქალურობასა და სისუსტეს, ამიტომაც ყველაზე მეტად ეს მოდელი ახალგაზრდა გოგონებს უხდებათ.

  • Dolce&Gabbana-ს მუქი-ლურჯი ჯინსი 2210 ლარი.
  • H&M-ს ცისფერი ჯინსი 105 ლარი

ასეთი ჯინსების ტარება მიზანშეწონილია ქუსლიან ფეხსაცმელთან, ქურთუკებთან ან მაისურთან. უპირატესობა მიანიჭეთ კლასიკურ ფერთა გამას, ლურჯი და ცისფერი - მეტად მისაღები ფერია წლის ამ თბილი პერიოდისათვის.

დახეული ჯინსები
დახეული ჯინსებიც ასევე მოდურად რჩება და წარმოადგენენ იდეალურ ვარიანტს სასეირნოდ, დასასვენებლად, პიკნისებისთვის, კლუბში წასასვლელად ან მებობრებთან შესახვედრად. ლამაზი და ჰარმონიული იერის შესაქმნელად, აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა: რაც უფრო ბევრი ნახვრეტი ან ნახევია ჯინსზე, მით უფრო ლაკონური უნდა იყოს ზედა. კიდევ ერთი სეზონის ჰიტია -ჯინსი დაუმუშავებელი გვერდებით, რომელიც იერს მოუფრთხილებლობის ეშხს მატებს.
მოდური ჯინსები: 5 წყვილი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ
  • Forte Couture-ს ჯინსი მარგალიტებით 780 ლარი
  • Current/Elliott-ს ლურჯი ჯინსი - ფასი დასაზუსტებელია

უბრალო ერთტონიანი მაისური, დიდი ზომის სვიტრი ან მაისური - საუკეთესოდ შეეხამება ჯინსების ასეთ წყვილს. დახეული ჯინსები იდეალურია მოდური საგაზაფხულო იერის შესაქმნელად როკის ან გრანჟის სტილში, ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.


ჯინსი შლაქსები
დიზაინერებმა კვლავ დააბრუნეს მოდაში შლაქსები. თუკი სულ ცოტახნის წინ მათი ჩაცმით მოდას ჩამორჩენილი ადამიანის სახელი შეიძლებოდა შეგეძინათ, დღეს ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. ფავორიტი რათქმაუნდა მაღალწელიანი ჯინსია. მუქი შლაქსი მაღალი წელით გოგონების უმრავლესობას მოუხდება, როგორც ძალიან მაღალ გოგონებს ასევე მათაც ვისაც პატარა მუცელი აქვთ, რომლის დამალვაც შესაძლებელია.

სეზონის სიახლე - გაფერადებული ჯინსები პუშ-აფ ეფექტით, ასეთი ჯინსები შეგიძლიათ მოიძიოთ Freddy-ს კოლექციაში. შეგახსენებთ, რომ გაშვებული ჯინსები უხდება გაიერი თეძოების მქონე გოგონებს, რადგან მაყურებლისთვის შლაქსი პროპორციებს ათანაბრებს, ხოლო პუშ-აპ ეფექტი თქვენს ფიგურას უფრო მეტად მოხდენილს გამოაჩენს.

  • Zara-ს შავი ჯინსი 120 ლარი
  • Freddy-ს პუშ-აპ ეფექტიანი ჯინსები -ფასი დასაზუსტებელია

ჩაიცვით ასეთი ჯინსები მოხერხებულ ფეხსაცმელთან მყარ ქუსლებზე - ფეხები უფრო გრძელი გამოჩნდება, ხოლო ფორმები უფრო მოხდენილი!


ჯინსები დეკორით
მსოფლიო პოდიუმზე დეკორის სიმრავლე მეფობს. დიზაინერებმა ამჯერად ვერც ჯინსებს აუარეს გვერდი. მათ მარგალიტებით, ნაკერებით, აპლიკაციებით, ბაბთებით, კონტრასტული ჩანართებით და სტიკერებით აფორმებენ.

  • Zara-ს ღია-ცისფერი ჯინსები აპლიკაციებით 120 ლარი
  • Pull&Bear-ს ლუჯი ჯინსი 120 ლარი.

დეკორის განსხვავებული ელემენტები შესაძლოა არსებობდეს ერთ ჯინსში და ისინი ერთმანეთს ავსებდენ. ზოგიერთ მოდელს ბავშური მულტიპლიკაციური იერი არქვს, ხოლო ზოგიერთი ისეა მორთული თითქოს ეს მდიდრული საღამოს სამოსია. ასეთი გადაჭარბებები უკვე აღარ ითვლება ცუდ ტონად.

ჯინის კომბინიზონები
ბოლო დროს კომბინიზონები შეიძლებოდა შეგხვედროდათ მხოლოდ ბავშვთა კოლექციებში ან კოლექციებში ორსულთათვის, ახლა კი ის ქალის კარადის სრულფასოვანი ელემენტია.

  • H&M-ს ცისფერი კომბინიზონი -ფასი დასაზუსტებელია
  • KIABI-ს თეთრი კომბინიზონი - ფასი დასაზუსტებელია

ეს მოდელები პოპულარობით ქუჩის მოდას უნდა უმადლოდეს, სწორედ სთრით-სთაილის მიმდევრებმა და მოდის ბლოგერებმა პირველებმა მიაქციეს ყურადღება მას. მისი ჩაცმა შეიძლება როგორც სვიტრზე და მოკლე ტოპებზე, ასევე აბრეშუმის მაისურებზე, სეზონისთვის აქტუალური პრინტებით.