ოსტატები ბავშვების ნაჯღაბნს ექსკლუზიურ სამკაულებად აქცევენ, მშობლები კი მით დანახვაზე ცრემლებს ვერ იკავებენ.

ოსტატები ბავშვების ნაჯღაბნს ექსკლუზიურ სამკაულებად აქცევენ, მშობლები კი მით დანახვაზე ცრემლებს ვერ იკავებენ.
პირველი ნახატები, ნახატები მაკარონით და ბავშვის სხვა პირველი შემოქმედებითი გამოვლინებები - ეს საკმაოდ სენსიტიური თემაა მათი მშობლებისთვის. ასეთი "არტ-ობიექტები" ხშირად იკავებენ საპატიო ადგილს მაცივარის წინა ფასადზე. აი რა ბედი ეწევათ ხოლმე მათ მომავალში ეს უკვე მსოფლიო საიდუმლოა. რათქმუნდა სოტბის აუციონზე ვერ მოხვდებიან მაგრამ მემკვიდრის შედევრების შენახვა ახლა უკვე მრავალი წლითაა შესაძლებელი, ვინაიდან პატარა მაგრამ ამაყმა საიუველირო ბრენდმა ძალიან საინტერესო სერვისი შემოგვთავაზა - ექსკლუზიური სამკაულები ბავშვის ნახატის მოტივებზე.



თუ თქვენც გაქვთ სურვილი ზარდახშაში რაიმე მართლაც ღირებული და რაც მთავარია თქვენთვის სასიამოვნო ისტორიის მქონე სამკაული მოათავსოთ, გირჩევთ ყურადღება თურქეთის მხარეს გადაიტანოთ. სწორედ იქ მდებარეობს ეს უცნაური საიუველირო ბრენდი სახელწოდებით "Tasarım Takarım". სულ რაღაც ორ წელიწადში კომპანიამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა, სწორედ ამ ორიგინალური სერვისის წყალობით: აქ თქვენი ბავშვის შექმნილ შედევრებს უნიკალურ სამკაულებად გადაგიქცევენ.




ყველაფერი ძალიან მარტივია: თუ გსურთ ეს ექსკლუზიური სერვისი მიიღოთ საკმარისია მათ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნოთ თქვენი ბავშვის საყვარელი შედევრი. მხატვრები და იუველირები შეისწავლიან მათ და მოიფიქრებენ როგორ გადააქციონ ის ექსკლუზიურ სამკაულად. ეს შეიძლება იყოს კულონი, ბროშა, სამაჯური ან ბეჭედიც კი, ის ყველა შემთხვევაში ძალიან ამაღელვებელი და საყვარელი იქყება.



ოსტატების თქმით, ყველა სამკაული განსაკუთრებული წესით მზადდება. ვინაიდან ყველა ნახატი უნიკალურია და განსაკუთრებულ ტექნიკურ მიდგომას საჭიროებს.

იუველირები მუშაობენ სუფთა ვერცხლით და მოოქროვილი ვერცხლით. შეკვეთის შესრულების საშუალო ვადა = ერთი კვირაა. ფასი კი მერყეობს 125-195 დოლარებს შორის. არც ისე ძვირადღირებულია ეს მართლაც შეუფასებელი სუვენირი ხომ ასეა?


იუველირების თქმით, ასეთ სამკაულებს ყველაზე ხშირად მამები უკვეთავენ -დედისთვის საჩუქებლად და სანამ დედები ემოციებით გამოწვეულ ცრემლებს იწმენდენ, ბავშვები ძალზედ ამაყობენ თავისი შემოქმედებითი აღიარებით.