საიუველირო ნაწარმი ახალივით რომ ბრწყინავდეს, ამისათვის საჭიროა...

საიუველირო ნაწარმი ახალივით რომ ბრწყინავდეს, ამისათვის საჭიროა...
საიუველირო სამკაული ყოველ ადამიანს აქვს. ეს შეიძლება ჩვეულებრივი საქორწინო ბეჭედი იყოს, საყურე თუ ძეწკვი, რომელიც ძალიან ძვირფასია მფლობელისთვის. დროის განმავლობაში სამკაული კარგავს უწინდებურ იერსახეს და ფერს.



Fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ დაუბრუნოთ საყვარელ სამკაულს უწინდებური მბზინვარება. ამ ხსნარის გამოყენების შემდეგ, საიუველირო ნაწარმი ახალივით გახდება!

საიუველირო ნაწარმის გაწმენდა




საჭირო მასალა:

  • 1 ს.კ. მარილი
  • 1 ს.კ. სოდა
  • 1 ს.კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  • 1 ჭიქა წყალი
  • ალუმინის ფოლგა


პროცედურა:




  1. გააცხელეთ წყალი მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთით.
  2. დააფინეთ ფოლგა ჭურჭელში, რომელშიც სამკაულების გაწმენდას აპირებთ.
  3. ჩაასხით ამ ჭურჭელში გაცხელებული წყალი, დაამატეთ მარილი, სოდა და ჭურჭლის სარეცხი საშუალება. მოათავსეთ სამკაული ამ ხსნარში 15 წუთით.
  4. გარეცხეთ ნაწარმი წყლით და გაამშრალეთ ხელსახოცით.




ამ ხსნარის გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ კვლავ ატაროთ თქვენი სამკაულები და ისინი ახალივით გაიბრწყინებენ, თუნდაც მათი ასაკი რამდენიმე ათეულ წელს ითვლიდეს!