ექიმები საუბრობენ, რომელ ასაკში იწყებს დაბერებას ადამიანის სხვადასხვა ორგანო
თითოეული ჩვენგანი დაბერებას სხვადასხვა ასაკში და განსხვავებული სიჩქარით იწყებს. ვიღაცას ამ შეუქცევადი პროცესის ნიშნები უფრო ადრე უჩნდება, ვიღაცას კი - გვიან.
რაც უფრო საინტერესოა, ადამიანის ორგანოები დაბერებას სხვადასხვა ასაკში იწყებს. იცოდით თუ არა, რომ თვალის ბროლი დაბერებას ჯერ კიდევ საშვილოსნოში ნაყოფის განვითარების დროს იწყებს? დღეს FPAPARAZZI-ის რედაქცია გიამბობთ, სპეციალისტების აზრით, დაახლოებით რომელ ასაკში იწყებს ადამიანის ორგანოები დაბერებას.
ტვინი - 24 წელი
ბევრ ადამიანს დაბადების დროს ტვინის უჯრედებში დაახლოებით 100 მლრდ ნეირონი აქვთ და 20 წლის შემდეგ ეს რიცხვი შემცირებას იწყებს. 40-ის შემდეგ ნეირონების რაოდენობა დღიურად შეიძლება 10 000-ით შემცირდეს. აი რატომაა რომ წლების მატებასთან ერთად მეხსიერების დაკარგვას ვუჩივით.
ფილტვები - 35 წელი
ამ ასაკში მათი მოცულობა შემცირებას იწყებს. ასე რომ, საშუალოდ სტატისტიკურად 30 წლის მამაკაცს შეუძლია 1 ლიტრი ჟანგბადის ჩასუნთქვა, 70 წლის ასაკში ეს რაოდენობა განახევრდება.
გული - 40 წელი
ასაკთან ერთად ჩვენი გული სისხლს ნაკლებად ქაჩავს, რაც სისხლძაღვების ელასტიურობის დაკარგვით არის გამოწვეული. გარდა ამისა, არასწორი კვების დროს ადამიანს არტერიების ბლოკირება ეწყება.
ხმის იოგები - 65 წელი
ამ ასაკის მიღწევისას ხმის რბილი ქსოვილები დასუსტებას იწყებს, შედეგად ხმა საგრძნობლად იცვლება. საინტერესოა, რომ ქალის ტემბრი უფრო ბოხი, ხოლო მამაკაცის უფრო მაღალი ხდება.
ღვიძლი - 70 წელი
ეს ორგანო, შეიძლება ითქვას, დაბერების პროცესს უძლებს! მას რეგენერაციის გასაოცარი უნარი აქვს! ადამიანის ღვიძლის მდგომარეობის გაუარესება მხოლოდ 70 წლიანი ზღვის მიღწევის შემდეგ იწყება.
თირკმელი - 35 წელი
ამ ასაკში, თირკმელების უნარი გაასუფთაოს სისხლი ნარჩენებისგან, რომელიც მასში მეტაბოლიზმის დროს გროვდება, საგრძნობლად უარესდება. ფილტვების მსგავსად, 30-დან 70 წლამდე პერიოდში ამ ფუნქციის მუშაობა 50%-ით მცირდება.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თითოეული ჩვენგანის ორგანიზმი უნიკალურია და რომელ ასაკში დაიწყებს ორგანოები დაბერებას დამოკიდებულია ადამიანზე. აქტიური ცხოვრების წესი, საკმარისი რაოდენობის ძირი და სწორი დაბალანსებული კვება გეხმარებათ, შეაფერხოთ დაბერების ბუნებრივი პროცესი. ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია იქნება იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე უკვე ახლა!