ქოშინის მომხსნელი, გულ - სისხლძარღვთა სისტემისა და თავის ტვინის მოქმედების მასტიმულირებელი საშუალებები.

ქოშინის მომხსნელი, გულ - სისხლძარღვთა სისტემისა და  თავის ტვინის  მოქმედების  მასტიმულირებელი საშუალებები.
თანამედროვე მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, ორგანიზმის დაბერების ძირითადი მიზეზია უჯრედების დაყოფის ტემპის შენელება და ქსოვილების თვითგანახლების უნარის დაქვეითება. ასაკის მატებასთან ერთად ირღვევა ამ პროცესისათვის აუცილებელი ცვლილების ცვლა ორგანიზმში. ქვეითდება აგრეთვე ცხიმების ცვლაც: ქოლესტერინი კალციუმის მარილებთან ერთად ილექება სისხლძარღვების კედლებზე, რაც იწვევს ათეროსკლეროზს. ცხიმი ინტენსიურად იწყებს დალექვას ქსოვილებსა და კანქვეშა უჯრედისში.

ქოშინის მომხსნელი , გულ - სისხლძარღვთა სისტემის და თავის ტვინის მასტიმულირებელი რეცეპტები:

ბადრიჯანი. მისი გამოყენება სასარგებლოა საჭმელში ხანდაზმული ადამიანებისათვის, რომელთაც აწუხებთ გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; შეშუპებისას - რაც ამასთან არის დაკავშირებული და ნიკრისის ქარის ( პოდაგრა ) დროს.

წითელი კუნელი. დანაყეთ 0, 5 კგ მწიფე ნაყოფი ხის ქვასანაყში, დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი, გააცხელეთ 40 o C - მდე და გამოწურეთ წვენი წვენსაწურში. სვით თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ. ახდენს სასიკეთო მოქმედებას გულზე, განსაკუთრებით ხანდაზმულობის ასაკში - თავიდან აცილებს გულის კუნთების ზედმეტ დაძაბულობას და ცვეთას.

ალუბალი. რეგულარული გამოყენება თავიდან აცილებს ათეროსკლეროზის და იმ დაავადებების წარმოქმნას, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვთა კაპილარების გამტარობის დარღვევას.

ჩაი. მაგარი მწვანე ჩაი სასარგებლოა მძიმე სისხლჩაქცევებისას კუჭ - ნაწლავის ტრაქტსა და თავის ტვინში, სიბერით გამოწვეული კაპილარების სისუსტის დროს.

ნარევი
ავიღოთ 1 ლ თაფლი, გამოვწუროთ 10 ლიმონი, გავფცქვნათ და ხორცსაკეპში გავატაროთ 10 თავი ( და არა კბილი ) ნიორი. ავურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში და დავტოვოთ თავდახურულ ქილაში ერთი კვირით. მივიღოთ ყოველდღიურად 2 თვის განმავლობაში 4 ჩ/კ დღეში ერთხელ, აუჩქარებლად.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური