ნივთიერებათა ცვლა მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწევს, თუ სტაფილოს დიეტას დაიცავთ.
ლამაზი, მოხდენილი და მკვრივი ფიგურის მოპოვება - ნამდვილი თავსატეხი ქალბატონების არც თუ ისე მცირე ნაწილისთვის. სამწუხაროდ, იმ ბედნიერი ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიუხედავად ნაკლებად ჯანსაღი კვებისა და ნაკლები ფიზიკური აქტივობისა, ყოველთვის ერთ წონას ინარჩუნებენ და მოხდენილად გამოიყურებიან, ძალიან მცირეა. სტრესი, ჰორმონები, ტკბილეულის სიყვარული, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების სტილი, ორსულობა და მშობიარობა - იმ ფაქტორების მცირე ჩამონათვალი, რომლებიც წონისა და პრობლემურ ზონებზე ცხიმოვანი ფენების მატებას განაპირობებს.
ექსპრეს-დიეტა - არაჩვეულებრივი გზა წონის დასაკლებლად, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ამ მისიის განსახორციელებლად მცირე დრო გრჩებათ. როგორც წესი, მინიმალურ ვადაში მაქსიმალური რაოდენობით კილოგრამების მოშორება არ არის სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საკვებ პროდუქტებს სწორად შევარჩევთ და წონის კლების პროცესს სწორი კუთხით მივუდგებით, პრობლემას მარტივად გავართმევთ თავს ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.
სტაფილო - ჩვენს კანზე და მხედველობაზე ამ ბოსტნეულის სასარგებლო გავლენის შესახებ აბსოლიტურად ყველას სმენია, თუმცა ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ მოცემული პროდუქტი გვიწყობს ხელს წონის დაკლებაშიც კი. ის აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას და ამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, რის ხარჯზეც არა უბრალოდ ვიკლებთ წონას, არამედ ვიუმჯობესებთ ჯანმრთელობასაც კი. 100 გრამი ნედლი სტაფილო შეიცავს 35 კალორიას, ხოლო მოხარშული სახით - 30 კალორიაზე ნაკლებს. არსებობს სტაფილოზე დაფუძნებული მრავალი მართლაც რომ ეფექტური დიეტა, თუმცა დღეს ჩვენი რედაქცია მათ შორის ყველაზე საუკეთესოს გთავაზობთ.
სტაფილოს დიეტა
თუ ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებთ, 10 დღეში შეძლებთ დაახლოებით 5-7 კილოგრამის დაკლებას. რა თქმა უნდა, თუ დიეტის დაცვის პარალელურად საკუთარ თავს ფიზიკურად დატვირთავთ (მაგ: რეგულარულად შეასრულებთ კარდიოვარჯიშებს), მიღებული შედეგი კიდევ უფრო გასაოცარი იქნება. გაითვალისწინეთ, კვების ამ რაციონის დაცვა, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, არ შეიძლება 10 დღეზე დიდხანს.
გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სტაფილო უნდა ღეჭოთ დიდხანს და კარგად, რათა არ დაიზიანოთ კუჭი. თუ სასურველ შედეგს 10 დღეზე ნაკლებ ვადაში მიაღწევთ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ დიეტის დაცვა.
სტაფილოს დიეტა 3 დღისთვის (მინუს 3-4 კგ)
3 დღის განმავლობაში თქვენ უნდა მიირთვათ სტაფილოს სალათი. ყოველი დღისთვის თქვენ დაგჭირდებათ 1 კგ ეს ბოსტნეული. მოამზადეთ სალათი, გაყავით ხუთ ულუფათ და მიირთვით ის შემდეგ საათებში: 8:00, 11:00, 14:00, 17:00.
სალათის დამზადების წესი: გახეხეთ სტაფილო და ჩაამატეთ მასში სასურველი ხილი (ვაშლი, გრეიფრუტი, ფორთოხალი) ან ნახევარი ბროწეულის მარცვლები ან ორი საშუალო ზომის კივი. მზა სალათში ჩაამატეთ 1 ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
ამ სამი დღის განმავლობაში ყოველ საღამოს, 19:00-ზე მიირთვით 1 ჭიქა სტაფილოს ახლადგამოწურული წვენი. რა თქმა უნდა, დიეტის დაცვის პარალელურად თქვენ უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი. შეგიძლიათ უშაქრო მწვანე ჩაის მიღებაც.
სტაფილოს დიეტა 10 დღისთვის (მინუს 7 კილოგრამამდე)
საუზმე: სტაფილოს სალათის პროცია. სალათის დამზადების პრინციპი იგივეა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩეგიძლიათ მისი შეზავება 1 ან 2 ჩ.კ. მინიმალური ცხიმიანობის არაჟნითაც.
საუზმესა და სადილს შორის: 1 ჭიქა სტაფილოსა და ვაშლის ახლადგამოწურული წვენი.
სადილი: ერთი პორცია სტაფილოს სალათი (არაჟნის გარეშე).
სადილსა და ვახშამს შორის: 1 ჭიქა სტაფილოს ახლადგამოწურული წვენი.
ვახშამი: მოხარშული სტაფილოს პიურე.
გახსოვდეთ, დღის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ 1 კილოგრამზე მეტი ბოსტნეული.
სტაფილოს დიეტა უკუჩვენებითია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ორსულობისა და ლაქტაციის დროს. ყველა სხვა შემთხვევაში, ეს საოცრად ეფექტური გზაა წონის დასაკლებლად, თანაც ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს.