გადავწყვიტე მამაკაცური უძლურებისთვის ხალხური საშუალებებით მომევლო და მართლაც კარგი შედეგი მივიღე

გადავწყვიტე მამაკაცური უძლურებისთვის ხალხური საშუალებებით მომევლო და მართლაც კარგი შედეგი მივიღე
მინდა მოგაწოდოთ ერთი მარტივი რეცეპტი, რომელიც მამაკაცებს დააინტერესებს. საერთოდ სიმორცხვით არ გამოვირჩევი, მაგრამ მამაკაცურ უძლურებაზე უცხოსთან, თუნდაც ექიმთან საუბარი მომერიდა, ამიტომ გადავწყვიტე, ამ პრობლემისთვის ძველი, ხალხური საშუალებებით მომევლო.
ეს პრობლემა წლების წინ მქონდა და მართლაც კარგი შედეგი მივიღე. სინჯეთ, იქნებ თქვენც მოგიხდეთ:

  • აიღეთ თითო ჩაის ჭიქა დარჩეული ნიგოზი, ჭერმის ჩირი, (ე.წ კურაგა), შავქლიავის ჩირი, ქიშმიში და ორი ცალი კარგად გარეცხილი ლიმონი. ეს ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 1,5 ჩაის ჭიქა თაფლი, ჯარგად აურიეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. ერთი კურსისთვის 2 ასეთი ულუფაა საჭირო.
    რეცეპტის მოწერა იმან გადამაწყვეტინა, რომ ვიცი, ბევრი მამაკაცი იტანჯება მსგავსი პრობლემით და მათაც ჩემსავით უჭირთ ექიმთან მისვლა. ყველას ვურჩევ, გამოიყენოს ეს რეცეპტი და თუ რაიმე სერიოზული მიზეზით არ არის გამოწვეული პოტენციის დაქვეითება, შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

ექიმის კომენტარი:
რეცეპტში შემავალი ყველა კომპონენტი ვიტამინების და მიკროელემენტების უნიკალური წყარო გახლავთ. ნიგოზი მდიდარია სიცოცხლისთვის საჭირო ნივთიერებებით: ცილებით, ცხიმებით, ეთერზეთებით, ფიტონციდებით, A,B1,B6,P,E,C ვიტამინებით. ჭერმის ჩირი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს, აგრეთვე, ორგანულ მჟავებს და პექტინებს. ჭერმის ჩირი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ანემიების, მხედველობის დაქვეითების, გულის პათოლოგიების სამკურნალოდ. იგი საკმაოდ ეფექტიანია სისუსტისა და შრომისუნარიანობის დაქვეითების დროს.
შავი ქლიავი ასევე მრავლად შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ზრდის ორგანიზმის ტონუსს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. მსგავსი ეფექტი აქვს ქიშმიშს, ლიმონსა და თაფლს.
ზოგადად, პოტენციის დაქვეითება - სქესობრივი უძლურება, შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ამ მიზეზთა შორის ხშირად საკმაოდ სერიოზული პათოლოგიებიც გახლავთ, მაგრამ ასევე ხშირია ორგანიზმის გამოფიტვითა და გადაღლით გამოწვეული დისჰარმონია, რაც სექსუალურ სფეროში დარღვევებს უდებს სათავეს. ასეთ შემთხვევაში, რათა თქმა უნდა, მკითხველის ეს რეცეპტი აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი