შავი ბალზამი: უხდება ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს ასევე საჭმლის მონელებას.

შავი ბალზამი: უხდება ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა  სისტემებს ასევე საჭმლის მონელებას.
უკვე რამდენიმე წელია, ვსვამ ძალიან სასარგებლო სასმელს, რომელსაც "შავი ბალზამი" ეწოდება. გემოც არაჩვეულებრივი აქვს და თვისებებიც: კლავს წყურვილს, უხდება ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს, საჭმლის მონელებას. მე მას პენსიონერთა დოპინგს ვუწოდებ. მოხარული ვიქნები, თუ რეცეპტი თქვენს მკითხველსაც გამოადგება.

ბალზამის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • კრაზანა - 3 ჩ/კ
  • ვირისტერფა - 3 ჩ/კ
  • თავშავა - 2,5 ჩ/კ
  • გვირილა - 2 ს/კ
  • პიტნა - 2 ჩ/კ
  • სიმინდის ულვაში - 1,5 ჩ/კ
  • კატაბალახა - 1 ჩ/კ
  • ასკილი - 1,5 ჩ/კ
  • კუნელი - 1 ჩ/კ
  • ფაბრიკული ჩაი - 9-10 ჩ/კ


მომზადების და მიღების წესი:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში სასურველი ოდენობით, დაასხით მდუღარე წყალი, 1 ჩაის კოვზზე - 1 ჭიქა, ჩაისავით დააყნეთ და დალიეთ.
ამ ჩაის რამდენიმე წელია ვსვამ მეგობრის რჩევით. მართლაც უკეთესად ვგრძნობ თავს; დავმშვიდდი, საჭმლის მონელება მომიწესრიგდა, კუჭსა და ნაწლავებში უსიამოვნო შეგრძნებებს აღარ ვუჩივი. ჩემი გოგონაც, რომელსაც ძალიან დაძაბული სამუშაო აქვს, ამ სასმელს სვამს და აფთიაქში არავითარ დამაწყნარებლებს აღარ ყიდულობს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი