ქოლესტერინთან ბრძოლაში მე დაგეხმარებით, ენდეთ ჩემს გამოცდილებას.
დღეს ყველამ კარგად ვიცით, რომ ქოლესტერინის მომატებას ნაადრევ სიბერემდე, ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებამდე და მრავალ სხვა უსიამოვნებამდე მივყავართ. მიუხედავად ამისა, არავინ მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, არ იცავს კვების ჯანსაღ რეჟიმს, რომელიც ორგანიზმში ქოლესტერინის ოდენობას დააბალანსებდა. სამწუხაროდ, არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი. ამაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა. გადავწყვიტე, საკუთარ თავზე თვითონვე მეზრუნა, გადავიკითხე წიგნები მცენარეული მედიცინის შესახებ, ავირჩიე სისხლში ქოლესტერინის დონის დამწევი რამდენიმე რეცეპტი და დავიწყე მკურნალობა. ეს უმატივესი რეცეპტები იყო, მათ მოსამზადებლად ძალისხმევა არ მჭირდებოდა, საჭირო ბალახებს აფთიაქში იოლად ვშოულობდი. გაგაცნობთ რეცეპტს, რომელიც ყველაზე მეტად მომიხდა.
დაგჭირდებათ:
მომზადების და მიღების წესი:
ამ მცენარეების 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ წყლის აბაზანაში 15 წუთი, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
უნდა ჩავიტაროთ თვენახევრიანი კურსი შემოდგომასა და გაზაფხულზე. მე ასეთი კურსის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.
დაგჭირდებათ:
- 1 ს/კ კუნელის ყვავილი
- 1 ს/კ ფითრი
- 1 ს/კ შვიტა
- 1 ს/კ გველის სურო
- 2 ს/კ ფარსმანდუკი