ყოველთვის, როდესაც ხალიჩები ბინძურდება, მივმართავ მარილს, ძმარს ან ჩაის ნახარშს.
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი სახლის ინტერიერი, არსებობს ერთი ელემენტი, რომელიც მას გაცილებით კომფორტულსა და მყუდროს გახდის. იდეალური სისუფთავე - ის, რაზეც აბსოლიტურად ყველა დიასახლისი ოცნებობს. სამწუხაროდ, სახლის დალაგება-დასუფთავება და შედეგის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება არც თუ ისე მარტივია, თუმცა არსებობს არაერთი გენიალური ხრიკი, რომელიც დავალების გამარტივებაში და შემსუბუქებაში გვეხმარება.
დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გასწავლით, თუ როგორ უნდა დაუბრუნოთ ხალიჩებს პირვანდელი სისუფთავე სწრაფად და მარტივად, თანაც ყოველგვარი ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე, რომლებიც არა მხოლოდ ძვირად ფასობს, არამედ აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას.
3 მარტივი და ეფექტური მეთოდი ხალიჩების გასაწმენდად
როგორ ხედავთ, ხალიჩებისთვის პირვანდელი სისუფთავის დაბრუნება მარტივადაა შესაძლებელი სპეციალური ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან!

- მარილი და სოდა
ხალიჩაზე არსებულ ლაქას მოაყარეთ თანაბარი რაოდენობით მარილისა და სოდის ნარევი. მოითმინეთ 20 წუთით და მტვერსასრუტის გამოყენებით გაწმინდეთ ხალიჩის ზედაპირი. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტური ცხიმის ლაქების ამოსაყვანადაა. - ძმარი
20 მილილიტრი სუფრის ძმარი გახსენით 1 ლიტრ წყალში. მიღებულ ხსნარში ჩაალბეთ სუფთა ქსოვილი და შეუდექით ხალიჩის წმენდას. ზედაპირის დამუშავების შემდეგ მოითმინეთ დაახლოებით 20 წუთი და შემდეგ გაწმინდეთ ის ახალი, მშრალი ქსოვილით. ამ მარტივი მეთოდის გამოყენების შემდეგ კარგად გაწმინდეთ ხალიჩა მტვერსასრუტით და ის ახალივით იბზინებს! - ჩაის ფოთლები
მუქი ფერის ხალიჩები არანაკლებ ბინძურდება და რეგულარულად მათი წმენდა აუცილებელ პროცედურას წარმოადგენს. საუკეთესო საშუალება მათი იდეალური წმენდისთვის - უბრალო ჩაია. აადუღეთ ძლიერი ჩაი და დააყოვნეთ ის რამდენიმე წუთით. სითხე შეგიძლიათ გადაღვაროთ, რადგან მუქი ფერის ხალიჩებიდან ლაქების ამოსაყვანად და მათთვის იდეალური სისუფთავის დასაბრუნებლად თქვენ მხოლოდ ჩაის დამბალი ფოთლები დაგჭირდებათ. მოათავსეთ ისინი ხალიჩის დალაქავებულ ზედაპირზე, დატოვეთ გაშრობამდე და შემდეგ მოაგროვეთ მტვერსასრუტის გამოყენებით. ლაქები უკვალოდ გაქრება!