ცისტიტის მუდმივი შემოტევები მეგობრის დედის რჩევით მოვიშორე, იქამდე ყოველ გაცივებისას მტანჯავდა.
რამდენიმე წლის წინ გავცივდი და მას შემდეგ თავი ვეღარ დავაღწიე ცისტიტს - როგორც კი შემცივდებოდა, მაშინვე მიღიზიანდებოდა შარდის ბუშტი, მეწყებოდა ტკივილი. თითქმის ორი კვირა ხელი განძრევა აღარ შემეძლო. მკურნალობა დროებით საშველს მაძლევდა.
ჩემი გასაჭირი მეგობრის დედას შევჩივლე. თურმე, ოდესღაც ისიც ჩემს დღეში ყოფილა და მცენარეული ნაყენით განკურნებულა.
მეც მასწავლა მისი მომზადება:
ექიმის კომენტარი:
ვარდკაჭაჭა მრავალწლიანი მოზრდილი ბალახოვანი მცენარეა. ზოგჯერ 125 სმ სიმაღლისაცაა. ღერო დატოტვილი აქვს, ქვედა ფოთლები როზეტად არის შეკრებილი, ზედა კი ლანცეტისებური ფორმისაა, კიდეებდაკბილული. ყლორტების ბოლოებში ზის კალათა - ყვავილები. ეს მცენარე მთელ საქართველოშია გავრცელებული.
ქართულ ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ იხმარებოდა ამ მცენარის ფესვი, თესლი, ფოთოლი, ყვავილი, ფესვის ქერქი, მცენარის წვენი.
"იადიგარ დაუდში" ნათქვამია, რომ ვარდკაჭაჭა იხმარებოდა, სიმსივნეებზე დასადებად. მისი ფოთლებისგან დამზადებულ მალამოს ხმარობდნენ ღვიძლის ტკივილის ან ღვიძლის სიმსივნის დროს გარედან შემოსადებად.
გარდა ამისა, ვარდკაჭაჭას ხმარობდნენ თვალის ტკივილისას. ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის სამკურნალო წიგნში ვარდკაჭაჭა მოხსენიებულია, როგორც შარდმდენი საშუალება.
მცენარის გამშრალი ფესვი მადის მომგვრელი და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი საშუალება იყო.
სალბის ბიოაქტიური ნივთიერებებით მდიდარ ფოთლებს აქვს ანტიანთებითი და ანტიმიკრობული მოქმედება. გარდა ამისა, ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ სალბი ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ აქტიურობას. მცენარის ნაყენს აქვს სპაზმოლიზური (სპაზმების მომხსნელი )ეფექტიც. სალბის ფოთლები აქვეითებს ოფლის გამოყოფას.
სალბის პრეპარატებს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების ანთებების, კანის დაავადებების, გასტრიტების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის, შარდის ბუშტის ანთების სამკურნალოდ.

- 100-100 გ ვარდკაჭაჭასა და სალბის 3 ს/კ ნარევი საღამო ხანს ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. დილას ნაყენი გადაწურეთ და სვით 3/4 ჩ/ჭ 4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მთელი ზაფხულის განმავლობაში ვსვამდი ამ ნაყენს და შემოდგომაზე ვიგრძენი, რომ საქმე უკეთესობისკენ მიდიოდა. თავს ვუფრთხილდებოდი, რომ არ გავციებულიყავი. კიდევ რამდენიმე კურსი ჩავიტარე სალბისა და ვარდკაჭაჭას ნაყენით. მას შემდეგ ცისტიტი აღარ გამწვავებია. არადა ექიმი მეუბნებოდა, რომ დაავადება უკვე ქრონიკულია და პერიოდულად გამწვავებებს უნდა ველოდოთო.