მას შემდეგ, რაც დილაობით უზმოზე დავიწყე ამ პროდუქტების მიღება, აღარც გული მაწუხებს და მეხსიერებაც გამიუმჯობესდა
გასული 20 წლის განმავლობაში უამრავი გასაჭირი გადავიტანე: დამემართა ინსულტი, დამჭირდა გულის ოპერაცია. თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი, მაგრამ არ დავნებდი ავადმყოფობებს და ვიბრძოდი ყველანაირი საშუალებით. მათ შორის ხალხური მედიცინის გამოყენებით. ამ წლების განმავლობაში საკუთარი გამოცდილებით დავადგინე, რომ ჯანმრთელობისთვის საუკეთესო საშუალებაა დილის საუზმე, რომლის შემადგენლობაშიც შედის შემდეგი კომპონენტები:
მას შემდეგ, რაც მკურნალობის ამ მეთოდს მივმართე და დილაობით უზმოზე დავიწყე ამ პროდუქტების მიღება, აღარც გული მაწუხებს, მეხსიერებაც გამიუმჯობესდა, ჰემოგლობინიც მომიწესრიგდა და ზოგადად თავს ყველანაირად კარგად ვგრძნობ.
ექიმის კომენტარი:
თაფლს უნივერსალური სამკურნალო თვისებები აქვს. მასში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები, მინერალები, ვიტამინები უზრუნველყოფს ორგანიზმს ძალიან ბევრი საჭირო კომპონენტით. ვინც რეგულარულად ხმარობს თაფლს, უფრო ხანგრძლივად ცოცხლობს და ჯანსაღია, ვიდრე ის, ვისაც თაფლი არ უყვარს.
გარგარის ჩირი უხვად შეიცავს კალიუმს, რომელიც გულის კუნთის ერთგვარი საკვებია.
შავი ქიშმიში მდიდარია მინერალებით (მათ შორის რკინით), ანტიოქსიდანტური ნივთიერებებით.
ნუშის გული ასევე მდიდარია კალიუმით. იგი სასარგებლოა გულისთვის და საშარდე გზებისთვის.
ნიგოზი მდიდარია ვიტამინებით, ანტიანთებითი, ეთეროვანი, მთრიმლავი ნივთიერებებით, ზეთებით. მას თითქმის ყველა ქრონიკული პათოლოგიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის იყენებენ, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ უზმოზე შეიძლება გაამწვავოს სანაღვლე გზების ქრონიკული პათოლოგიები, ამიტომ ვისაც ეს პათოლოგიები აწუხებს, უნდა გაფრხილდეს.
- 1 ჩ/კ თაფლი;
- 10 ცალი გარგარის ჩირი - მასში ბევრია კალიუმი, რომელიც აუცილებელია გულისთვის;
- შავი ქიშმიში (რამდენიც გნებავთ) - შეგინარჩუნებთ ჰემოგლობინს;
- 10 ცალი ნუშის გული - სასრგებლოა გულისთვის;
- 5 ცალი ნიგოზი - აუმჯობესებს მეხსიერებას.