ენდოკრინოლოგმაც და ნევროპათოლოგმაც ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ ამ ნაყენის სმა მირჩიეს
40 წელს რომ გადავაბიჯე, ჰიპერთირეოზი დამემართა. ძალიან გავხდი - დაახლოებით 20 კგ დავიკელი, დამეწყო ოფლოანობა, გამიხშირდა გულისცემა. ნევროპათოლოგმა ენდოკრინოლოგთან გამაგზავნა, რომელმაც, საბედნიეროდ, მალევე დამისვა სწორი დიაგნოზი, გამიბრაზდა, რომ თავიდანვე მას არ მივმართე და მკურნალობა დამინიშნა.
ვსვამდი მედიკამენტებს და ვიცავდი კვების რეჟიმს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მაინც ვერ ვიყავი კარგად - უგუნებობასა და გაღიზიანებადობას ვერაფრით დავაღწიე თავი. ნევროპათოლოგმაც და ენდოკრინოლოგმაც შავბალახას სმა მირჩიეს.
დავიწყე ძილის წინ მისი სმა. ძილიც მომიწესრიგდა და დღისითაც გაცილებით უკეთ ვგრძნობდი თავს. თავდაპირველად ნაყენს აფთიაქში ვყიდულობდი, ზაფხულში კი ეს მცენარე საკუთარ ბაღში აღმოვაჩინე, მაშინვე ვიცანი და გადავწყვიტე, ნაყენი დედაჩემისთვისაც მომემზადებინა, რადგან ვიცი, შავბალახა მაღალ წნევასაც შველის. პატარა მაკრატლით მოვჭერი, გაზეთზე გავფინე და ჩრდილში გავაშრე, ჩემთვის კი გამოვწურე ახალი წვენი (ის უფრო ეფექტურია ) და ყოველ საღამოს ვსვამდი 30 წვეთს (ვაზავებდი ერთ კოვზ წყალში ). გვთავაზობთ შავბალახას სპირტხსნარის არაჩვეულებრივ რეცეპტს.
შავბალახას დღესაც ვსვამ. გულის ფრიალი გაცილებით იშვიათად მაწუხებს, დავმშვიდდი, ნორმალურად მძინავს და აღარც უმიზეზოდ ვქვითინებ. მკურნალობაც უფრო მეტი წარმატებით მიმდინარეობს.

- შავბალახა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გამოწურეთ წვენი და დაამატეთ იმავე რაოდენობის 96-გრადუსიანი სამედიცინო სპირტი, ჩაასხით ბოთლში და მჭიდროდ დაახურეთ თავზე. მიიღეთ 20 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.