ამ მეთოდით მკურნალობის შემდეგ, არიტმიას აღარ შევუწუხებივარ!
ვარ 64 წლის. მაწუხებს არიტმია. ექიმებმა დამიდგინეს პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია. ინფარქტებისა და ინსულტების უმრავლესობა ღამღამობით ხდება. არც არიტმიაა გამონაკლისი - გულის კუნთის რიტმის დარღვევა გამთენიისას მემართებოდა ხოლმე.
მივაგენი ასეთ გამოსავალს:
ყოველდღიურად ვიღვიძებ დილას 4 საათზე. არც ველოდები, როდის დამეწყება ამოვარდნა - ვდგები და ვჭამ მცირე რაოდენობით კალიუმით მდიდარ პროდუქტებს - გარგარის ჩირს, შავ ქლიავს, ქიშმიშს, ნუშს, კაკალს. შემდეგ კუნელის, შავბალახას, კატაბალახასა და კორვალოლის 15 - 15 წვეთს ვასხამ ჭიქაში, ვამატებ წყალს, 1 ჩ/კ თაფლს და ვსვამ. ამის შემდეგ ისევ ვიძინებ დილის 9 საათამდე. თუ ამოვარდნები მაინც დამეწყო ( რაც იშვიათია ), ვსვამ 45 - 50 წვეთ ვალოკორდინს და 2 აბ პანანგინს.
ჩემი დღის რეჟიმი ასეთია:
ყველა პროცედურის მიზანი არის ის, რომ ორგანიზმი გავამდიდრო კალიუმით და მაგნიუმით, რაც გულის კუნთის მუშაობას აუმჯობესებს - როგორც თავად მივხვდი, არიტმიის ძირითადი მიზეზი სტრესი და ორგანიზმში კალიუმის ნაკლებობაა.
ექიმის კომენტარი:
კალიუმი მართლაც გულის კუნთის ერთგვარი საკვებია და ერთ - ერთი აუცილებელი ელემენტი გულის ნორმალური მუშაობის შესანარჩუნებლად. ზოგიერთი სახის არიტმიის დროს კარდიოლოგები ნიშნავენ კალიუმით მდიდარ მდიდარ პროდუქტებს და კალიუმის შემცველ პრეპარატებს. კალიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს გარგარი, ჭერამი, შავი ქლიავი, კარტოფილი, ქიშმიში, ნუში, ბანანი.

- დილით, უზმოზე ვიღებ 1 ს/კ გულის კუნთის გამაჯანსაღებელ ნარევს ( თანაბარი რაოდენობით ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული გარგარის ჩირი, შავი ქლიავი, თაფლი, ქიშმიში, კაკალი, კურკაგამოცლილი ლიმონი ).
- საუზმის, სადილისა და ვახშმის შემდეგ ვსვამ ექიმის მიერ დანიშნულ წამალს.
- დღისით ვჭამ ბანანს, ფოთოხალს, ვსვამ ჭერმის ან შავი ქლიავის კომპოტს, წვენებს, უფრო ხშირად - პომიდვრისას.
- ძილის წინ აუცილებლად ვიღებ 1 ს/კ გამაჯანსაღებელ ნარევს და 40 წვეთ ვალოკორდინს თაფლით.