5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთანაც ურთიერთობის აწყობა რთულია

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთანაც ურთიერთობის აწყობა რთულია
ზოდიაქოს ნიშნებს შორის გვხვდება ადამიანები, რომლებიც თავისი არც თუ ისე მარტივი ხასიათით გამოირჩევიან და ეს მათ ურთიერთობის აწყობასა და პარტნიორთან ურთიერთქმედებაში ხელს უშლის. ეს შეიძლება დომინირების სურვილი იყოს, ან გაზრდილი ემოციურობა, აგრესია ან თავშეკავების ნაკლებობა. ხართ თუ არა ამ ზოდიაქოს ნიშნებს შორის?

1. ქალწული

ქალწული საკმაოდ თვითკმარი ნიშანია, რომელიც ცდილობს ურთიერთობის მიმართულება თავად შექმნას. ქალწულთან პაემნის დროს თავს ისე იგრძნობთ, თითქოსდა სამსახურში გამოსაცდელი ვადით აგიყვანეს. გარდა ამისა, ქალწული საკმაოდ ცნობისმოყვარე, თითქოსდა თქვენზე დეტალურ ინფორმაციას აგროვებს. ამ ნიშნის ადამიანი მიდრეკილია სუბიექტური აზროვნებისკენ და სიცივისკენ. ქალწული თავის რჩეულს ხელის გაწვდენაზე აკავებს, ცდილობს ბოლომდე არ გაამჟღავნოს, მაგრამ ამავდროულად ყოველმხრივ აკონტროლებს. 


2. მორიელი

მორიელი ურთიერთობაში არის ყინული და ცეცხლი. ის შეიძლება თქვენთან მოსიყვარულე იყოს, მეორე წუთს კი მთლიანად ჩაკეტილი და უკარება. რთულია აუწყო ფეხი ადამიანს, რომლის ფიქრებიც და ხასიათის ცვლილებებიც თქვენთვის გაურკვეველია. და რაც კიდევ უფრო ცუდია, მორიელის "წაკითხვა" თითქმის შეუძლებელია, იმდენად თავის აზრზეა. ეს ნიშანი თავს მოშორებით იჭერს, იცავს თავის გულს და შინაგან სამყაროს, ამიტომ პარტნიორს ამ მძიმე კედლის გარღვევა გაუჭირდება. მორიელი ასევე შეიძლება იყოს ემოციურად არასტაბილური და არაპროგნოზირებადი. 
 

3. მშვილდოსანი

მშვილდოსანი პასუხისმგებლობისა და კავშირის მომხრე არაა, თვლის რომ ეს მის თავისუფლებას ზღუდავს და მას ბორკილებს ადებს. მისთვის მისაღებია მსუბუქი ფლირტი, ემოციების შადრევანი, მაგრამ არანაირი პასუხისმგებლობა. გარედან, ეს ნიშანი ძალიან ზედაპირული, იმპულსური და არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც რომანის სიმწიფის პერიოდში შეუძლია უეცრად გაქრეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და თან სამუდამოდ. მშვილდოსანთან ურთიერთობის დაწყებისთანავე რაიმე იმედი და მოლოდინები არ უნდა გქონდეთ - მისთვის ეს მხოლოდ სასიამოვნო და სახალისო დროის გატარებაა.