4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც თანაგრძნობას ნაკლებად გამოხატავენ
ამ ზოდიაქოს ნიშნებს ცოტაოდენ თანაგრძნობას ვერავინ აიძულებს. გარდა ამისა, ისინი სხვებთან შედარებით საკმაოდ ჯიუტები და უკომპრომისოები არიან. მათთვის რთულია გარშემომყოფი ადამიანების გრძნობების გაგება, არ გამოირჩევიან განსაკუთრებული მგრძნობელობით და მათგან პატიების მიღება საკმაოდ რთულია. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ, ასტროლოგების მიხედვით ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებიც თანაგრძნობას ნაკლებად გამოხატავენ.
- კურო
კურო წარმოუდგენლად უკომპრომისოა, რაც ცალკეულ სიტუაციაში შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხასიათის ეს თვისება მათ არანაირად არ ალამაზებს. პატიება და დავიწყება ამ ზოდიაქოს ნიშანს არ შეუძლია და ძალიან აკვიატებული ბოროტი მახსოვრობით გამოირჩევა - ხშირად ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს წყენის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს. გარდა ამისა, კურო - საკმაოდ ეგოისტური ადამიანია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ცხოვრება აღელვებს, გარშემომყოფების პრობლემები კი მისთვის ცარიელის სიტყვებია. ის არც კი ცდილობს გაიგოს, თუ რას განიცდის სხვები. საბოლოოდ, მათი აზრით, ყველა ადამიანმა საკუთარი პრობლემების მოგვარება თავად უნდა შეძლოს სხვების დახმარების გარეშე. - სასწორი
სასწორი თვლის, რომ რთულ პერიოდში მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს - ეს იდეალური საშუალება რომ სუსტ და მგრძნობიარე ნიშნად არ გამოჩნდეს და პირადი სივრცე დაიცვას. სწორედ ამიტომ, თუ ადამიანები მას გაგებას და დახმარებას სთხოვენ, კუთხეში მიიმალება და თავს მოგაჩვენებთ თითქოსდა არაფერი გაუგია. სასწორი ნამდვილად მხოლოდ საკუთარ თავზე ნერვიულობას ანიჭებს უპირატესობას. ზოგჯერ შეუძლიათ ძალიან გაბრაზდნენ და ბოღმა გულში დიდხანს ჩაიდონ. არც კი შეეცდება საკითხს მეორე ადამიანის თვალიდან შეხედოს. გარდა ამისა, ასე შეიძლება საუკეთესო მეგობრებსაც მოექცეს. სხვისი პრობლემები მისთვის, უბრალოდ არ არსებობს და სასწორს სურს, რომ ისინი მაქსიმალურად სიწყნარეში დატოვონ და თავი ამ სულელური ამბებით არ გაუვსონ. - მორიელი
მორიელი - ყველაზე საშიში ნიშანია, განსაკუთრებით მაშინ როცა გაბრაზებულია. თუ ვინმე დახმარებისთვის მიმართავს ან ვინმეს მდგომარეობაში შესვლას სთხოვს, მორიელი დიდი ალბათობით ამას ყურადღებას არ მიაქცევს ან თავის მიუწვდომლობასა და საიდუმლოების ნიღაბს ამოფარებული უარს ეტყვის. ასეთი უნდობლობა, სიცივე და ჩაკეტილობა მორიელის ადამიანებისგან აშორებს. ასევე ის მცირე შეცდომის პატიებაზეც კი უარს ამბობს და დიდხანს ემახსოვრება წყენა იმის ნაცვლად, რომ ცოტათი თანაგრძნობა გამოხატოს. საკმაოდ მკაცრია? შესაძლოა, მაგრამ ასეთია მორიელი. - თხის რქა
პიროვნება პატიების და გაგების ყველაზე ნაკლები "მარჯით" - ეს თხის რქაა. ის ჯიუტად წინ მიიწევს და გამარჯვებას მხოლოდ საკუთარ თავთან ზეიმობს. ეს ნიშანი ცდილობს ყველას ერთნაირად მოეპყრას, მაგრამ როცა სიტუაცია ნაკლები თანაგრძნობის გამოხატვას საჭიროებს, თხის რქა გულგრილობის რეჟიმს რთავს. ეს ულმობელი ნიშანია, რადგან თვლის რომ ნებისმიერმა ზრდასრულმა ადამიანმა პასუხისმგებლობა თავად უნდა იკისროს, მოაგვაროს პრობლემები და პასუხი აგოს შეცდომებზე. მისი მოქმედება და ურთიერთობა ჩვეულებრივ ხშირად დამამცირებლად ან განმკითხველად ჩანს "თავადაა დამნაშავე" სტილში.