5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სავარაუდოდ მარტოხელები მოკვდებიან
თუ იდეალურ მეორე ნახევარს ვერ იპოვიან, სავარაუდოდ, ეს 5 ზოდიაქოს ნიშანი ცხოვრებაში მარტო დარჩებიან და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს მარტო გაატარებენ. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ, ასტროლოგების მიხედვით 5 ზოდიაქოს ნიშანს რომლებიც მარტოხელები მოკვდებიან.
- მერწყული
მერწყული ზოდიაქოს ნიშანია, რომელთანაც ურთიერთობის აწყობა რთულია. მათი უუნარობა მოითმინონ და გამოხატონ ემოციები პარტნიორს ურთიერთობით სიამოვნების მიღებაში ხელს უშლის. მერწყული ყოველთვის თავს იკავებს ემოციებისგან და მისგან რამე ემოციის გამოხატვის მიღება ძალიან დამღლელი იქნება. მათ უყვართ თავისუფლება, ვიდრე ხანგრძლივი ურთიერთობა ერთსა და იმავე ადამიანთან. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან რომ მათ ყურადღება აკლიათ, სწორედ ამიტომ ისინი ბევრ ადამიანთან ურთიერთობას ანიჭებენ უპირატესობას. გარდა ამისა, მერწყულს მაღალი სტანდარტები აქვს. მერწყული თავის პარტნიორს ფრთხილად და მკაცრი სტანდარტების შესაბამისად ირჩევს. გულწრფელი რომ ვიყოთ, თუ მის ნდობას მოიპოვებთ, დიდ სიყვარულს და საიმედოობას მოიპოვებთ. - თხის რქა
თხის რქის მოხიბვლა მარტივი არაა, პირველ შეხვედრაზე შეიძლება გულგრილი მოგეჩვენოთ. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ კარგად გაგიცნობენ. რა თქმა უნდა, ასეთი საქციელი გარშემომყოფებისთვის უსიამოვნოა. თხის რქის პარტნიორი ხშირად ეგოცენტრული და ზედმეტად დამოუკიდებელი არის. ურთიერთობაში შეიძლება დიდი პრობლემა იყოს, როცა თქვენი პარტნიორი ყოველთვის მართალია და სიტყვის გამოთქმის საშუალებას არ გაძლევთ. ბევრი ვერ უძლებს ზედმეტად კრიტიკულ თხის რქას და სწორედ ამიტომ თხის რქები მარტო რჩებიან. თხის რქას ისევე, როგორც მერწყულს ემოციების გამოხატვა უჭირს. თუმცა, თუ მასთან საერთო ენას გამონახავთ, თქვენ საიმედო და ერთგულ პარტნიორს მიიღებთ, რომელიც მთელ ამ ტანჯვად ნამდვილად ღირს. - ქალწული
ქალწული ყველა ზოდიაქოს ნიშნის მეურვეა. ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის და ამით სიამოვნებას ღებულობენ. ქალწული იმდენად მგრძნობიარეა, რომ მის გვერდით პარტნიორი თავს არაკომფორტულად გრძნობს. ქალწულის თხის რქისა და მერწყულის მსგავსად პერფექციონისტია. მათ ძალიან მაღალი სტანდარტები აქვთ საკუთარი თავისთვის და პარტნიორის განვითარებისთვის და ეს შეიძლება მათი ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი იყოს. მათ სისუფთავის და წესრიგის აკვიატებული მოთხოვნა აქვთ, ვერ აიტანენ პარტნიორის უწესრიგობას. ეს ცოტათი გიჟს ხდის. არავის სურს მუდმივად საკუთარი თავის კონტროლი მხოლოდ იმის გამო რომ ქალწულმა არ გააკრიტიკოს. თუმცა ამ ყველაფერთან ერთან ქალწულს ძალიან უყვარს და ზრუნავს ადამიანებზე, ვინც უყვარს. - ვერძი
ცნობილია, რომ ვერძი იმპულსური ადამიანია, ეს თვისება ცხოვრებაში ეხმარებათ, თუმცა ურთიერთობაში ხელს უშლის. მათმა პარტნიორებმა არ იციან, თუ რას უნდა ელოდონ. ვერძები მოუთმენლები არიან და დროს არ დახარჯავენ ადამიანისთვის ვისაც მიზანი და გეგმა არ აქვს. ასევე ძალიან ამპარტავანი და ჯიუტია, მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს, რის გამოც ურთიერთობა ძალიან მალე მთავრდება. ერთ პარტნიორთან თავგადასავლებით აღსავსე სიყვარული სერიოზულ ამოცანას წარმოადგენს. მათ მრავალფეროვნება უყვართ და, სავარაუდოდ, არასდროს დამშვიდდება. ამის გამო ისინი სიცოცხლის ბოლომდე მარტოხელები დარჩებიან. - მშვილდოსანი
მშვილდოსანს ძალიან უყვარს კამათი, კამათობენ პარტნიორთანაც და კმაყოფილები დარჩებიან თუ მოიგებენ. ამის გამო პარტნიორი შეიძლება ემოციურად დაიცალოს და ურთიერთობის გაწყვიტოს, რადგან ერთადერთი რასაც აკეთებენ კამათია. მშვილდოსანი ასევე ძალიან მესაკუთრე და ეჭვიანია. დასაწყისში შეიძლება ეს მიმზიდველად მოგეჩვენოთ, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში პარტნიორისთვის დამღლელი იქნება. ასე რომ მშვილდოსანი საკუთარი ხასიათის გამო შეიძლება მთელი ცხოვრება მარტო დარჩნეს.