როგორ მოვიშოროთ კოჟიჟი სწრაფად და უმტკივნეულოდ

როგორ მოვიშოროთ კოჟიჟი სწრაფად და უმტკივნეულოდ
ხშირად ვკითხულობ თქვენს რჩევებს, უამრავი სასარგებლო ინფორმაციაც მივიღე. მინდა, ამჯერად საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ. რაც ასაკში შევედი, ფეხსაცმლის არჩევა უფრო და უფრო მეტად მიჭირს. ალბათ იმიტომ, რომ კოჟიჟები გამოჩნდა, რომლებიც ძალიან მტკივა და მაწუხებს. რაღაც პლასტირებიც შევიძინე აფთიაქში, მაგრამ ეს ხალხური საშუალებები უფრო ეფექტური გამოდგა.

კოჟიჟი
როგორ მოვიშოროთ კოჟიჟი სწრაფად და უმტკივნეულოდ

  • ხახვი გაფცქვენით, შუაზე გაჭერით, დაასხით ძმარი და 1 დღე-ღამით დადგით სითბოში. შემდეგ ერთი ფურცელი კოჟიჟზე დაიდეთ და დოლბანდით გადაიხვიეთ. უკეთესი იქნება, თუ ამას საღამოს, ძილის წინ გააკეთებთ. მეორე დილით გაიკეთეთ ფეხების თბილი აბაზანა. ასე გააგრძელეთ, ვიდრე კოჟიჟი არ მოგშორდებათ.

  • კოჟიჟის მოსაცილებლად აუცილებელია 8-10 სოდიან-საპნიანი აბაზანა: ტაშტში ჩაასხით 1 ლიტრი თბილი (36-40 გრადუსი ტემპერატურის) წყალი და გახსენით მასში 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა. ფეხები კარგად გაისაპნეთ და 15 წუთით ჩაყავით ტაშტში, შემდეგ კანის გაუხეშებული უბნები პემზით ან სპეციალური ჯაგრისით გაიხეხეთ, გადაივლეთ წყალი, კარგად შეიმშრალეთ და დაიდეთ მტკივან ადგილას ნივრიან ღვინის ძმარში დასველებული ბამბის ქსოვილი. გადაიხვიეთ და დილამდე დაიტოვეთ. დილით გამოიცვალეთ.

    ნივრიანი ძმარი ასე მზადდება:
  • აიღეთ 3 კბილი ნიორი და დაასხით 3-4 ჩაის ჭიქა ღვინის ძმარი. 2 კვირით დააყენეთ სიგრილეში. კარგი იქნება, თუ აბაზანის შემდეგ ფეხებზე დამარბილებელ კრემსაც წაისვამთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი