ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალებები კოჟრების მოსაცილებლად. სრული ჩამონათვალი!
კოჟრები ფეხებზე პირდაპირ ღვთის სასჯელია. ისინი ჩნდება ზედმეტად ვიწრო და მოუხერხებელი ფეხსაცმლისგან. არსებობს ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალებები მათ მოსაცილებლად.
გთავაზობთ მათ სრულ ჩამონათვალს:
გთავაზობთ მათ სრულ ჩამონათვალს:
- ძილის წინ ფეხები ცხელ წყალში გააჩერეთ ნახევარ საათს, შემდეგ კარგად შეიმშრალეთ, დაიდეთ ლიმონის ნაჭერი რბილობით და შეიხვიეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ 4 - 5 დღის განმავლობაში. მეხუთე დღეს თბილი აბაზანის შემდეგ, რომელსაც სოდას დაუმატებთ, ფრთხილად ამოაგდეთ კოჟრები. ფეხები კარგად გაიმშრალეთ და დაზიანებულ ადგილებში საბავშვო კრემი შეიზილეთ.
- გახეხეთ ნიორი, შეურიეთ იგივე რაოდენობის ღორის ქონი, წაისვით კოჟრებზე და შეიხვიეთ ღამით. თუ არ ამოვარდა, კიდევ გაიმეორეთ.
- შავი პურის გული ძმარში დაასველეთ, დაიდეთ კოჟრზე და შეიხვიეთ.
- ჭიქაში ჩაასხით ძმარი, ჩაუშვით მასში ახალი, თეთრ ნაჭუჭიანი კვერცხი. 8 დღის შემდეგ კვერცხი მთლიანად გაიხსნება. მიიღება მალამო. წაუსვით კოჟრებს და შეიხვიეთ.
- საღამოს გაიკეთეთ თბილი, სოდიანი წყლის აბაზანა 10 წუთით. შემდეგ დაიდეთ გამთბარი დინდგელის თხელი ფენა და შეიხვიეთ.
- ფეხი დაალბეთ ცხელ, სოდიან ( საჭმელი ) წყალში. შეიმშრალეთ და დაიდეთ მაზოლზე ლიმონის ნაჭერი. შეიხვიეთ. 4 - 5 დღის შემდეგ შეიხსენით ფეხი ისევ ცხელ , სოდიან წყალში ჩადგით. კოჟრი მთლიანად ამოვარდება.