2 უებარი წამალი, რომელიც დაგავიწყებთ ავიტამინოზს, მტკივან თირკმელებს და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას
რომ არა ეს არაჩვეულებრივი კენკრა, გადამავალ ასაკს ასე იოლად ვერ გადავიტანდი. შტოში ბუნებისგან ნაბოძები ნამდვილი საუნჯეა. მან დამავიწყა ავიტამინოზი, მტკივანი თირკმელები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ხალხური მედიცინა მას თურმე ღვიძლის, პანკრეასის დაავადებების, ჰიპერტონიის, დიაბეტის, რევმატიზმის, ტუბერკულოზის, ათეროსკლეროზის დროსაც იყენებს. გაციებისა და თავის ტკივილის დროს ხომ შტოში მორსი პირდაპირ მისწრებაა.
- ყოველდღე, ჭამიდან ჭამამდე, მიირთვით 50 -100 გრამი შტოში, უმჯობესია, უშაქროდ და უთაფლოდ. შაქრის დამატება კარგია მაშინ, როდესაც გინდათ, დასწიოთ არტერიული წნევა, ხოლო თაფლით შეზავებული შტოში არაჩვეულებრივია ხველის დროს.
შტოშის მორსი ასე მზადდება: დასრისეთ ნახევარი ჭიქა შტოში და დაამატეთ ნახევარი ლიტრი თბილი ანადუღარი წყალი. სვით მთელი დღის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ: კუჭისა და ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს შტოშის გამოყენება არ შეიძლება. შტოში ძალიან ადვილი შესანახია: შეგიძლიათ, გაყინოთ ან ქილებში ჩაყაროთ, წყალი დაასხით და საკუჭნაოში დადგათ. ასე შტოშში ყველა ვიტამინი ცოცხალი რჩება.
მინდა გასწავლოთ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი წამალი - ბანანის ბურახი. ის, მართლაც უებარი წამალია.
მომზადება: - აიღეთ 3-4 მწიფე საღი ბანანის კანი, კარგად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ჩაყარეთ 3 - ლიტრიან ქილაში, მოაყარეთ 1 ჩაის ჭიქა შაქარი, დაასხით 3 ლიტრი ანადუღარი ცივი წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი და თავი დოლბანდით მოუკარით. დადგით გრილ და ბნელ ადგილას. 17 დღის შემდეგ ბურახი მზადაა. სვით 150 გრამი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ბურახი აჯანსაღებს ორგანიზმს. მას სვამენ ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და საწყისი სტადიის მკურნალობისთვის.