წნევის მოსაწესრიგებლად რიგრიგობით ვამზადებ ხან ერთ, ხან მეორე წამალს და თავს შესანიშნავად ვგრძნობ
დღეს ყველაზე დიდ პრობლემას ადამიანებს მაინც წნევა უქმნის. ძველ ჩანაწერებში აღმოვაჩინე წნევიანთათვის სასარგებლო რამდენიმე რეცეპტი. რიგრიგობით ვამზადენ ხან ერთ, ხან მეორე წამალს და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. გაცილებით იშვიათად მჭირდება წნევის წამალი და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაც გამიუმჯობესდა - ადრე თითქმის ყველაფერი მტკიოდა, ახლა კი ძალიან ყოჩაღად ვარ.
გთავაზობთ ნაცად რეცეპტებს:
ექიმის კომენტარი:
მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეულ რეცეპტში შემავალ კომპონენტთა სამკურნალო თვისებები.
შტოში მდიდარია ორგანული მჟავებით, C ვიტამინით, ფლავონოიდებით, გლიკოზიდებით, იოდით და სხვა მიკროელემენტებით. შტოშის ნაყოფს აქვს შარდმდენი და ანტიმიკრობული თვისებები. იყენებენ თირკმლისა და საშარდე გზების სხვა დაავადების სამკურნალოდ. შტოში ზრდის კუჭის სეკრეციას, ამიტომ კარგია დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიისას კი შესაძლოა კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება გამოიწვიოს.
ჭარხალი შეიცავს ცილებს, უჯრედისს, ცხიმებს, საღებავებს, მინერალურ მარილებს (მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, იოდს), C, B1, B2, P,PP ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას. ჭარხალი სამკურნალო - დიეტური პროდუქტია. მასში დიდი რაოდენობით შემავალი რკინა ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას.
ჭარხალი სასარგებლოა თირეოტოქსიკოზით, ათეროსკლეროზით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის. მასში შემავალი მინერალური მარილები ანტიარითმიული და წნევის დამწევი ეფექტით ხასიათდება. იოდი კი აწესრიგებს ქოლესტერინულ - ლიპიდურ ცვლას. ტრადიციულ მედიცინაში ჭარხლის წვენი ჰიპერტონიული დაავადების და ღვიძლის პათოლოგიების დროს გამოიყენება.
ლიმონი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, მინერალური ცვლის დარღვევის, შარდკენჭოვანი დაავადების, პოდაგრის, რევმატიზმის დროს. ლიმონის წვენი ეფექტიანია ანგინის, ფარინგიტისა და სოკოვანი პათოლოგიებისას.
ასკილის ნაყოფი მრავალმხრივი სამკურნალო ეფექტით ხასიათდება. მკითხველის მიერ მოწოდებული სახით (ხორცსაკეპში გატარებული) იგი არანაკლებ ეფექტიანი იქნება, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ამიტომ ალერგიული პათოლოგიის მქონენი ამ რეცეპტს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.
გთავაზობთ ნაცად რეცეპტებს:
- ერთმანეთში შეურიეთ თითო ს/კ გახეხილი ლიმონი და შტოში, ნახევარი ს/კ ნედლი, კარგად გარეცხილი და ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ასკილი, 1 ჩ/ჭ თაფლი. მიიღეთ თითო ს/კ ნარევი დილით და საღამოს.
- ძალიან სასარგებლოა ასეთი ნარევიც: აურიეთ თითო ჭიქა ჭარხლისა და სტაფილოს წვენი, ნახევარი ჭიქა შტოშის წვენი, ერთი ჭიქა თაფლი. მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში.
- კიდევ ასეთი რეცეპტი: შეურიეთ 2 ჭიქა ჭარხლის წვენი, 1 ლიმონის წვენი და 1,5 ჭიქა შტოშის წვენი. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე.