აი რაზე მეტყველებს შარდის შეფერილობა. ექიმ-თერაპევტი კრის სტილი მოგვითხრობს...

აი რაზე მეტყველებს შარდის შეფერილობა. ექიმ-თერაპევტი კრის სტილი მოგვითხრობს...
შარდის ანალიზი გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ღირებული ინფორმაცია ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ და დროულად გამოვავლინოთ სხვადასხვა სახის პათოლოგიები.

დიდბრიტანელმა ექიმ-თერაპევტმა, კრის სტილმა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტელეშოუ ''This Morning''-ში განაცხადა, რომ ჩვენი ორგანიზმისა და მასში მიმდინარე პროცესების შესახებ შეგვიძლია შევიტყოთ უამრავი რამ სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ ჩვენი შარდის ფერზე დაკვირვებით.

აი რაზე მეტყველებს შარდის შეფერილობა. ექიმ-თერაპევტი კრის სტილი მოგვითხრობს...

ექიმის თქმით, შარდის თითოეულ ფერს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს.

მან ასევე განაცხადა, რომ შარდის ფერზე დაკვირვების დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ ის საკვები პროდუქტები და სასმელები, რომლებიც უახლოეს წარსულში მივირთვით. მაგალითად, ჭარხალი და წითელი ფერის კენკრა შარდს მოწითალო შეფერილობას აძლევს, ხოლო რეტინოლის შემცველი პოლივიტამინები - მოყვითალო შეფერილობას.

  1. სუფთა, თითქმის უფერო შარდი გახლავთ ნიშანი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმში წყლის ბალანსთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია.

  2. ინტენსიური ყვითელი ფერის შარდი, როგორც წესი, დილით შეინიშნება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ორგანიზმი ტოქსინებითაა გადატვირთული. ღამით, ძილის დროს ჩვენი თირკმელები განაგრძობს მუშაობას ორგანიზმიდან მავნე, არასაჭირო ნივთიერებების გამოდევნაზე. თუ მუქი ყვითელი შეფერილობა შარდს მთელი დღის განმავლობაში აქვს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი გაუწყლოებას, დეჰიდრარტაციას განიცდის.

  3. შარდის მუქი ყვითელი შეფერილობა თირკმელების დაავადებებზე მეტყველებს. სავსებით მოსალოდნელია უახლოეს მომავალში კანისა და თვალების სიყვითლემ იჩინოს თავი.

  4. ღია წითელი ფერის შარდი - საგანგაშო ნიშანი (რა თქმა უნდა, თუ წითელი ფერის პროდუქტები უახლოეს წარსულში არ მიირთვით). ხშირ შემთხვევაში შარდის წითლად შეფერვა თირკმელებში, ურეთრაში ან შარდის ბუშტში მიმდინარე ანთებით პროცესზე მეტყველებდეს. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი!

  5. მუქი წითელი შარდი შეიძლება მეტყველებდეს თირკმელებში კენჭების არსებობაზე ან სიმსივნურ წამონაზარდზე. თუ თქვენი შარდი მუქი წითელი შეფერილობისაა, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს და გამოიკვლიეთ საკუთარი ორგანიზმი!



რასაკვირველია, მხოლოდ შარდის ფერის მიხედვით ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა თავის დაზღვევისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია ექიმთან დროულად მისვლა და საკუთარი ორგანიზმის გამოკვლევა.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს, ისინი მადლიერები დარჩებიან!