სამი ტყუპი ძმა დაბადებისთანავე მკაცრი სოციალური ექსპერიმენტის გამო ერთმანეთს დააშორეს

სამი ტყუპი ძმა დაბადებისთანავე მკაცრი სოციალური ექსპერიმენტის გამო ერთმანეთს დააშორეს
1980 წელს 19 წლის რობერტ შაფრანმა ნიუ-იორკის ერთ-ერთ კოლეჯში სწავლა დაიწყო. მისდა გასაკვირად პირველივე დღეს მას უამრავი ადამიანი მიესალმა, ხოლო გოგოები ლამის კისერზე ეკიდებოდნენ. თუმცა ყველა მას ედის ეძახდა...

საიდუმლოებით მოცული ფილმის არც თუ ცუდი დასაწყისია, ასე არაა? თუმცა ეს სინამდვილეში მართლა მოხდა. სიტუაცია გაირკვა, როცა რობერტი ოთახის მეზობელს მაიკლ დომიტცომს დაელაპარაკა. როგორც აღმოჩნდა, ადრე მათთან ერთად ცხოვრობდა ედი გალანდი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით რობერტს ჰგავდა. 



ედი სხვა სასწავლო დაწესებულებაში გადავიდა, მაგრამ რობერტის დანახვისას, ყველამ იფიქრა რომ ის უკან დაბრუნდა, რადგან გარეგნობით ყველაფერი ემთხვეოდა: სხეული, ვარცხნილობა, საუბრის მანერა... დომიტცმა გაარკვია, რომ ორივე ბიჭი 1961 წლის 12 ივლისს დაიბადნენ და ტყუპები იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა ოჯახებმა იშვილეს.  



რობერტი და ედი ერთმანეთს შეხვდნენ. ისტორიამ პრესაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ძმების ბედნიერის შეხვედრა - ეს დასასრული არ იყო. 

ორი ძმის დანახვის შემდეგ, მათ კიდევ ერთმა ბიჭმა, დევიდ კელმანმა დაურეკა. მან თქვა, რომ ამ ბიჭების მსგავსად გამოიყურება. მხოლოდ ამის შემდეგ ბავშვის აყვანის სააგენტოში განაცხადეს, რომ კიდევ მეოთხე ტყუპისცალი დაიბადა, მაგრამ დაბადებისთანავე გარდაიცვალა. დანარჩენი ბავშვები კი სხვადასხვა ოჯახებში გააშვილეს. 



გაირკვა, რომ რობერტი დაიბადა პირველი, შემდეგ დევიდი და ედი 27 წუთიანი სხვაობით. ძმების ისტორია დოკუმენტური ფილმის "სამი იდენტური უცნობის" საფუძველი გახდა. ძმებს ხშირად ტელეშოუებში იწვევდნენ, ისინი დიდების ზღვაში სიამოვნებით ცურავდნენ. 

ძმების კარგი რეპუტაცია შეირყა, როცა რობერტი წინასწარგანუზრახველი მკვლელობის გამო გაასამართლეს. 83 წლის მსხვერპლი გაქურდვის დროს მოკლეს. სასამართლომ დაადგინა, რომ ბიჭი პრაქტიკულად ამ საქმეში არ მონაწილეობდა და საბავშვო ბაღში 5 წლით გამოსასწორებელი სამუშაო დაავალა. 



გამზრდელმა მშობლებმა იმის გარკვევა დაიწყეს, თუ სააგენტომ რატომ არ გააფრთხილა ისინი, რომ ბავშვები ტყუპები დაიბადნენ. ასევე უცნაური აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ თითოეულ ოჯახში ყავდათ ქალიშვილი, რომელიც ბიჭებზე ორი წლით უფროსი იყო. თავიდან თანამშრომლები ირწმუნებოდნენ, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო...