ბავშვობაში დაშორებულმა ტყუპებმა ერთმანეთის შესახებ "ფეისბუქით" შეიტყვეს
ტყუპი დები, სამანტა ფუტერმანი და ანაის ბორდიე სამხრეთ კორეაში 1987 წლის 19 ნოემბერს დაიბადნენ. ისინი შვილად აიყვანეს ოჯახებმა, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობდნენ - სამანტა ნიუ ჯერსიში, ანაისი კი საფრანგეთში, მათ ერთმანეთის არსებობის შესახებ კარგა ხანს არაფერი იცოდნენ.
2012 წელს ანაისის
მეგობარმა მის ”ფეისბუქ” გვერდზე სამანტას ფოტო დადო, რომელიც ამჟამად ლოს ანჯელესში მსახიობია, ნახე როგორ გგავსო. ანაისი თვალებს არ უჯერებდა, ისინი იდენტურად გამოიყურებოდნენ.
დაინტერესებულმა გოგონამ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო მსახიობზე და აღმოჩნდა, რომ ისინი ერთ დღეს დაბადებულან. ანაისი სამანტას დაუკავშირდა და ყველაფერს ნათელი მოეფინა. ამჟამად მათ ხშირი კონტაქტი აქვთ და ერთად ფილმს იღებენ საკუთარ გამოცდილებაზე.
”ჩვენი პირველი შეხვედრიდან მოყოლებული, გვქონდა ბედნიერება გვემოგზაურა მრავალ ქვეყანაში და ყოველდღიურად უფრო მეტი შეგვეტყო ერთმანეთის შესახებ” - წერს ანაისი.
მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.