42 წლის გათხოვილი ქალი არასრულწლოვანთან მანქანაში სექსის დროს გამოიჭირეს
პენსილვანიის პოლიციამ 42 წლის ირის გიბნი და 17 წლის ბიჭი მანქანაში სექსის დროს გამოიჭირა. გამომძიებლის თქმით, ქალმა, რომელიც თავად თინეიჯერი შვილის დედაა, არასრულწლოვანი ბიჭი აცდუნა. ისინი პირველად ერთმანეთს სკოლაში შეხვდნენ, სადაც ირის გიბნის ქალიშვილი სწავლობს. ამის შემდეგ ქალი და არასრულწლოვანი ბიჭი "ტვიტერზე" რომანტიკულ წერილებს სწერდნენ ერთმანეთს. გამოძიების ინფორმაციით, მომხიბვლელმა ქერათმიანმა 17 წლის ბიჭს თავისი შიშველი ფოტოებიც კი გაუგზავნა. მიმოწერის შემდეგ წყვილი პარკში შეხვედრაზე შეთანხმდა, თუმცა სიყვარულით ტკბობა არ დასცალდათ, პოლიციელმა "უდროო დროს" მიუსწრო.