როგორ უნდა დავიწყნაროთ გაღიზიანებული ნერვები, ძვირიანი მედიკამენტების გარეშე
მრავალი დაავადება რომ ნერვებიდან იღებს სათავეს, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ როგორ უნდა დავიწყნაროთ გაღიზიანებული ნერვები, ბევრმა არ იცის. რა საჭიროა ძვირად ღირებული მედიკამენტების ყიდვა, როცა სავსებით შესაძლებელია, წამალი შინ მოვამზადოთ? ჩემს მეუღლეს საშინელი ნევროზი ჰქონდა. ასაკთან ერთად ხასიათი უფრო და უფრო უფუჭდებოდა. ნებისმიერ წვრილმანს შეეძლო მისი წყობილებიდან გამოყვანა - სულ იმის მეშინოდა, წნევას არ დაერტყა ან გული არ გასკდომოდა. არავითარი შეგონება, რომ ნერვების აყოლით თავს სამარის კარამდე მიიყვანდა, მასზე არ ჭრიდა. მისი მუდმივი ისტერიკების გადამკიდეს თავადაც გამიფუჭდა ხასიათი. ერთ დღეს ჩემი გასაჭირი შორეულ ნათესავს შევჩივლე, რომელიც ექთანია და მკურნალობის ხალხურ მეთოდებსაც შესანიშნავად იცნობს. მისი რჩევით გადავწყვიტე, მეუღლისთვის შავბალახას წვენი მიმეცა. ახალგამოწურული წვენი ხსნის ნერვულ დაძაბულობას, აძლიერებს გულს და აღადგენს ძალებს.
- ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ახალმოკრეფილი მცენარე და გამოწურეთ. მიიღეთ 30-40 წვეთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ.
თუ წვენის შენახვა გსურთ, ახალგამოწურულს დაამატეთ სამედიცინო სპირტი (თანაფარდობით 2:3) და მაცივარში შედგით. 40-50 წვეთი გააზავეთ ცოტაოდენ წყალში და ისე მიიღეთ. ყოველ ზაფხულს მკურნალობის კურსს მეუღლესთან ერთად თავადაც ვიტარებ. ნერვები ოროვეს რკინისა გაგვიხდა. ასე რომ, ყველას, ვისაც ნერვები ღალატობს, ვურჩევ, ამ რეცეპტით ისარგებლოს. არანაკლებ ეფექტურია ხმელი შავბალახას ნახარშიც. - აიღეთ კატაბალახას ფესვები, უჟანგავი ლითონის დანით დაკეპეთ, ჩაყარეთ ბოთლში - იმდენი, რომ მეხუთედზე შეივსოს, შემდეგ ბოთლი არყით ან სპირტით აავსეთ და 9 დღის განმავლობაში დადგით ბნელ, გრილ ადგილას. ამის შემდეგ ნაყენი გადაღვარეთ, კატაბალახას ფესვები გამოწურეთ და გამონაწური ოთხფა დოლბანდში გაფილტრეთ. მიიღეთ 15-30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.